11

220 14 8
                                    

ნაცნობმა ხმამ მშვიდად წამოიწყო ლაპარაკი, რომელსაც იცოდა წინ უზარმაზარი კამათი ელოდა
-ემილი
-იუნა?
-კარგად გამოიყურები
-შენ? აქ რას აკეთებ?!
-რა? არ შეიძლება ძველი მეგობრის მონახულება?-გოგონას გვერდით ჩამოუჯდა
-ჩემი მისამართი საიდან გაიგე?
-რა გიკვირს? მე ხომ ყველაფერი ვიცი-სიტყვებს ჩაცინებაც მოჰყვა, მაგრამ მალევე ემილის მკაცრმა, გაბრაზებულმა ხმამ ქალს სახეზე ღიმილი შეაშრო
-ჩემი მისამართი როგორ გაიგე?!-ემილიმ კბილებს შორის, სიბრაზესთან ერთად ზიზღითაც გამოსცა. მის წინ ქალი იდგა, რომელმაც ერთხელაც არ იკითხა მისი დის ამბავი. ქალი, რომელმაც წლების შემდეგ დაბრუნდა და ისე იქცევა თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს. ისე იქცევა თითქოს მისი და, გოგო რომელმაც ყველაფერი გააკეთა მისი უფროსი დისთვის ცივ მიწაში არ იყოს ჩამარხული.
-კარგი, კარგი დაწყნარდი-ჩუმი ხმით გასცა ქალმა პასუხი
-ამოღერღე!
-თუ მაცდი გეტყვი კიდევაც!-წამიერად ხმას აუწია თუმცა როგორც კი შენიშნა, რომ ემილის თვალებში ზიზღმა უფრო იმატა საუბარი მშვიდად განაგრძო-შენს ძველ მისამართზე ვიყავი მისული... კარი, რომ არავინ გამიღო მოპირდაპირე კარზე დავაკაკუნე და ვიღაც ბებერი შემრჩა ხელში. ღმერთო ჩემო სახლში ნამდვილი ზოოპარკი აქვს მოწყობილი-იუნამ რამდენიმე წამით უცნაური სახე მიიღო შემდეგ კი ისევ გააგრძელა ლაპარაკი-ყველგან კატებია, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს. შენ ხო გაინტერესებდა როგორ გავიგე შენი მისამართი? ხო და მაგ ბებერმა მითხრა!-კმაყოფილი სახით დაასრულა წინადადება იუნამ. ამაყობდა, როგორ კარგადაც აუხსნა ის თუ როგორ გაიგო მისი ახალი მისამართი, თუმცა რა იცოდა ეგ "ბებერი" ემილისთვის როგორი ძვირფასი იყო, თორემ ასე როგორ მოიხსენიებდა. მითუმეტეს, რომ ნერვებ მოშლილი ემილი ამან უფრო გაამწარა
-პირველი; სიტყვები შეარჩიე! მერე მეორე; ვინ მოგცა აქ მოსვლის უფლება?! ვინ ხარ, რომ ჩემს დაუკითხავად აქ შემოდიხარ და უდარდელი სახით მიჯდები?! მას შემდეგ რაც შენს დას დაე...
-ნახევარ დას!-იუნამ კბილებს შორის ისეთი ხმით გამოსცა ემილი წამიერად გაშეშდა. განა არ იცოდა იუნას დამოკიდებულა მის ნახევარ დაზე? იცოდა. იცოდა, მაგრამ ყოველ ჯერზე მისი გულცივობა ისე აოცებდა... მას შემდეგ რაც მისმა ნახევარ დამ გაუკეთა, მას შემდეგ რაც მასზზე ზრუნავდა, იმ ყველაფრის მიუხედავად მაინც ასე იქცევა. იქ არ ყოფილა როდესაც მისი დის კუბოს ცივ,წვიმის წვეთებით გაჟღენთილ მიწას აყრიდნენ, არ მოუსმენია სამძიმარი არავისგან, არავის გაუმხნევებია მისი დის სიკვდილის გამო.... მან არ გადაიტანა ის რაც ემილიმ.

heaven (დასრულებული)Where stories live. Discover now