10

202 16 0
                                    

1:33

კარზე კაკუნი ისმის, ემილი ცდილობს გონება მოიკრიბოს და ძილს თავი დააღწიოს, თუმცა გონება ამის საშუალებას არ აძლევს. ცდილობს დააჯეროს, რომ ყველაფერი რაც ესმის
ილუზიაა და მისი სიზმრის ნაყოფია. აჯერებს, რომ თუ ახლა გაიღვიძებს ეს ფუჭი გადაწყვეტილება იქნება, რადგან წარმოქნილი ხმაური, რომელიც კარზე ვიღაცის ხელის შეხებიდან წარმოიქნება, მხოლოდ და მხოლოდ მის სიზმარში არსებობს. განა ღირს ილუზიის გამო ძილისთვის თავის მინებება?

1:45

ემილის გონება რამდენიმე წუთის წინანდელ კაკუნზე ფიქრობს, მაგრამ საბოლოოდ ასკვნის, რომ ეს მისი წარმოსახვის ნაწილია.

1:56

ემილი უცნაურ სიზმარს ხედავს, როგორც სჩვევია, მაგრამ სიზმარში ტელეფონზე გაუთავებელი მესიჯის ხმა აწუხებს. ღიზიანდება და იჭმუხნება. ცდილობს ხმა გააჩუმოს, მაგრამ არ გამოსდის. უფრო მეტად ღიზიანდება და წუწუნს იწყებს. პირიდან ჩუმ  ბგერებს უშვებს, მაგრამ როდესაც ხვდება რომ ეს არ მოქმედებს, უფრო უწევს ხმას, უფრო, უფრო და ბოლოს მთელი ძალით ყვირის. ბოლო ყვირილი ამართლებს და ტელეფონზე აღარანაირი მესიჯის ხმა აღარ გაისმის. ერთს მაინც იჭმუხნება და ძილს აგრძელებს.

2:07

ემილი ამჯერად სხვა სიზმარს ხედავ

2:18

ემილი ამჯერად ახალ სიზმარს ხედავს, რადგან წინა მოსწყინდა. არც ეს არ მოსწონს ამიტომ ფიქრობს დღევანდელი ძილი დაასრულოს, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია.

2:23

ემილიმ საბოლოოდ გადაწყვიტა დღევანდელი ძილის დასრულება და გასაღვიძებლად ემზადება. სიზმარს თავს ანებებს და იგრიხება. გრეხას თან ჩუმ წივილს აყოლებს, შემდეგ პირს აღებს და მთელი ძალით გარეთ უშვებს დაღლილობას, შემდეგ უეცრად წყდება და გონებას ასვენებს. ცოტა ხნით ასეა, შემდეგ კიდევ იგრიხება და თავს ძალას ატანს, რომ წამოჯდეს. თვალებს არ ახელს,საწოლზე ჯდება და გონების დასვენებას განაგრძობს. სახეზე მზის სხივები ნელ-ნელა ეპარება და საბოლოოდ მთელ მის სახეს ეფინება. ამაზე ემილი თვალებს მთელი ძალით უჭერს, ფიქრობს, რომ ასე მზე გაქრება და ისევ სიბნელე ჩამოწვება, მაგრამ ისე არ ხდება მას როგორც სურს. საბოლოოდ წყვეტს, რომ თვალები გაახილოს. თვალებს ახელს და მის წინ მაღალი სხეულის სილუეტს აწყდება. სხეულის ზედა ნაწილს ფარდა ყავს დატყვევებული, ქვედას კი ნაზი, თეთრი კატა შემოჰხვევია. გაშავებულ სხეულს სახეზე შუქი ეცემა. შუქი მხოლოდ იმის საშუალებას გვაძლევს, რომ მომრგვალო, გვერდებში სამკუთხედა ფორმის ტუჩები შევამჩნიოთ; რომელსაც მუქი, ნაზი წითელი მშრალი პომადა ამშვენებს. უეცრად ტუჩები მოძრაობას იწყებს. ცალი მხარე ზევით იწევს, შემდეგ ტუჩები ერთმანეთს შორდება და მათ შორის; მკაცრი, მოფლირტავე, მბრძანებლური ხმა გამოდის.
-ემილი
-იუნა?


ნეტავ ეს იუნა ვინაა?🤔 ; მოკლეა მარა არაფერს სჯობს. არ დაგავიწყდეთ თქვენი ემოციების გაზიარება, რომ უფრო მალე დავდო თავები❤️

heaven (დასრულებული)Where stories live. Discover now