15

135 12 0
                                    

ღიმილით ტოვებს მის სახლს და თავის სახლში ბრუნდება...

-დეიდა?-კითხულობს თუმცა უკვე პასუხი იცის. გრძნობს, რომ სახლში არავინაა. მას შემდეგ რაც რწმუნდება, რომ სახლში მართლაც არავინაა დეიდამისს ურეკავს.
-დეიდა, ასე უეცრად რატომ წახვედი? კარგად ხარ? რამე ხომ არ მოხდა?-ანერვიულებული კითხულობს ავრორა
-კარგად ვარ, კარგად. უბრალოდ დედაშენი მომენატრა... მინდოდა მენახა და დავლაპარაკებოდი...
-ასე უეცრად?
-სულაც არა. ისედაც მინდოდა მისვლა და ეს სიტუაცია ამისთვის გამოვიყენე
-რა სიტუაცია?
-შენი და ემილის.
-რას გულისხმობ?
-მგონი ისედაც იცი პასუხი.
ცოტა ხნით ჩუმათ არიან შემდეგ კი ღიმილით ამბობს ავრორა
-ჰო...
ესმის დეიდა როგორ იცინის ტელეფონის იქეთ.
-კარგი, უნდა წავიდე! ჩემს დას ვესაუბრები ამიტომ აღარ გამაწყვეტინო!-ვითომ მკაცრად ამბობს და ტელეფონს თიშავს.

15 წუთის შემდეგ:

ავრორა ჩაცმულია და სადაცაა უნდა დაურეკოს მეგობარს ბილეთებთან დაკავშირებით, რომ უეცრად ხვდება, სულაც არ იცის სად ცხოვრობდა აქამდე ემილი. სწრაფად დგება და ემილისთან მიდის. კარებზე ფრთხილად აკაკუნებს და მის სახელს იძახის.
-შემოდი-მშვიდად პასუხობს ემილი
ავრორა ოთახში შედის და ხედავს, რომ ემილი ოდნავ დანაღვლიანებულია
-მოხდა რამე?
-იუნამ დამირეკა
-უპასუხე?
-არა...
-ასე აჯობებს-ამშვიდებს ავრორა და ნაზად ეხვევა
-მართალი ხარ-თვითონაც ეხვევა და ისე რომ ვერც კი აცნობიერებენ ასე ჩახუტებულები დიდი ხნის განმავლობაში არიან.
საბოლოოდ, როდესაც ერთმანეთს შორდებიან ემილი ტელეფონს და მოსაცმელს იღებს შემდეგ კი ევას ეფერება. რაღაცას ეუბნება და სახლს ტოვებენ.

-რა გინდა რომ აჩუქო?-კითხულობს ავრორა და თან გზას ჭრიან
-არვიცი...
-კაი მაშინ, რა უყვარს ყველაზე მეტად?
-კატები
-რამ შეგაყვარათ ყველას ეს კატები-იბღვირება ავრორა-კაი მაშინ კატა ვაჩუქოთ
ემილის ეცინება, ავრორა კი ცდილობს მიხვდეს სასაცილო რა თქვა
-დამიჯერე მაგის არანაირი საჭიროება არ არის
-ჰა? ვერ მივხვდი
-როცა ნახავ მიხვდები-ემილი იცინის ავრორა კი წითლდება
-როცა ვნახავ?
-ხო
-მეც მოვდივარ?
-ხო, რავი არ გინდა?
-კი-პატარა ბავშვივით უბრწყინდება სახე.
ემილის კი მის რეაქციაზე ეცინება და თმაზე ნაზად ეფერება.
-მოდი რამე წიგნი ავუღოთ, კითხვა ძალიან უყვარს
-კარგი, მაშინ იქედა ქუჩაზე გადავიდეთ, წიგნის მაღაზია იქეთაა

heaven (დასრულებული)Where stories live. Discover now