16

117 12 2
                                    

მთელ ოთახი ხურს, ოფლის და გრძნობების სუნად "ყარს". საწოლზე ორი გოგონა ერთმანეთის გვერდიგვერდ, ერთმანეთზე ჩახუტებულები მათ გრძნობებს უზიარებდნენ. ავრორას ხელი ემილის ზურგზე ნელ-ნელა ადიოდა და ჩამოდიოდა. ხოლო ემილის ხელი ავრორას მკერდზე გაუნძრევლად იდო. ერთმანეთის სურნელს შეიგრძობდნენ. დრო
კი ისე სწრაფად გადიოდა, ვერც კი ამჩნევდნენ. ისე შემოაღამდათ, რომ ვერც კი შენიშნენ. საათზე მეტია რაც მათი სიყვარულის ნაშრომიდან გავიდა, მაგრამ სუნთქვა მაინც არ არის სრულად დაბალანსებული. ერთმანეთის გულის სცემა ისე ხმამაღლა ისმის ვერ არჩევენ თავიანთი, რომელია.
-რას იტყვი ხვალ საღამოს რომ წავიდეთ?-კითხულობს ოდნავ ანერვიულებული ემილი
-ასე უეცრად ამაზე რატომ ფიქრობ?
-არვიცი...
-კარგი, წავიდეთ-იღიმის და შუბლიდან თმას უწევს.-სადაც გინდა იქ წავიდეთ
ემილის მის ნათქვამზე ეცინება და სწრაფად დგება საწოლიდან
-იცი მომშივდა!-მის კარადას აღებს და ტანსაცმელს ეძებს. უნდა, როგორც ფილმებშია ისე იყოს თვითონაც. როგორც იქნა დიდ მაისურს პოულობს იცვამს და ისე, რომ ავრორას არც კი უყურებს სამზარეულოში გადის.
ავრორას მის საქციელზე ეცინება, ტამსაცმელს იცვამს და მასთან მიდის სამზარეულოში.
-რა კარგ ხასიათზე ხარ-უკნიდან ეხუტება და კეფაზე კოცნის
-იმიტომ, რომ კარგი სექსი გვქონდა
ნათქვამზე ავრორა შეშდება და როცა ამას ემილი ამჩნევს სიცილს ვერ იკავებს
-ვიხუმრე სულელო!
ავრორა ისევ გაოცებული უყურებს.
-აი მისი ახალი სახეც-ჩუმად ბუტბუტებს
-ჰმ? რამე თქვი?-მაცივრის კარს აღებს
-არა...
-კარგი, მაშინ რა ვჭამოთ?
-რაც გინდა ის გააკეთე
-მაშინ ომლეტზე რას იტყვი?
-არ არის პრობლემა, მთავარია არ მომწამლო-გვერდულად იღიმის და მაგიდასთან ჯდება
-მოგწამლო?!-გაოცებული უყურებს ავრორას.-საერთოდ საჭმლის კეთება მაინც თუ იცი?!
-კი!-სიამაყით აცხადებს ავრორა
-მაშინ მითხარი რისი კეთება იცი
ცოტა ხნით ჩუმდება შემდეგ კი ჩუმად ამბობს ისე, რომ ემილის არ უყურებს
-კვერცხის....
ემილი მის ნათქვამზე მთელი გულით იცინის
-კვერცხისო! დამიჯერე კვერცს ხუთი წლის ბავშვიც კი შეწვავს!
-ნუ დამცინი!-ცდილობს ემილი დაცინვისგან შეაკავოს, მაგრამ როცა მის ღიმილს უყურებს.... როცა უყურებს მისი ტუჩის კუთხეები როგორ იწევს მაღლა... როცა უყურებს როგორ შორდება მისი ტუჩები ერთმანეთს და მისი კბილები როგორ გამოდის "ფრონტზე".... ფიქრობს, რომ ეს ის სამოთხეა რასაც ეძებდა.
თავს ვერ იკავებს დგება, უახლოვდება და კოცნის. ემილი მის ქცევაზე წამიერად ცბება, მაგრამ მალევე ჰყვება კოცნაში.

heaven (დასრულებული)Where stories live. Discover now