12

300 14 2
                                    

ემილი: ჩემს წინ ავრორა დგას, უცნაურად მიმზერს, ალბათ უკვირს ჩემი ქცევა. მე ხომ სიცივეში გარეთ ვდგავარ და ვფიქრობ თუ რა ჯანდაბა იგულისხმა იუნამ. ვერ ვხვდები ან უბრალოდ არ მსურს მიხვედრა.... ან იქნებ ვიცი უკვე? ავრორას ვუყურებ, მისი შავი თვალები... გაკვირვებული მიმზერენ. მისი თვალები... მე  მისი თვალები მომწონს.
-ცივა! შევიდეთ!-ხელები მოსაცმლის ჯიბეებში აქვს ჩაწყობილი, ცხვირი კი აწითლებული. სცივა. კანკალებს და ფეხებს გაუჩერებლად ამოძრავებს ადგილზე, მაგრამ არ მიდის. რატომ?
-გცივა-თავში რაც მომდის აზრად იმას ვეუბნები
-ხო! მცივა! ასე, რომ შევიდეთ!-ცოტა სიმკაცრე ეტყობა ხმაზე
-თუ გცივა შედი
-რა?-უეცრად ჩერდება და ისეთი სახით მიყურებს თითქოს რაღაც უჩვეულო ვთქვი-შევიდე? და შენ? აქ აპირებ ყოფნას და გაყინვას? იცი მაინც ტემპერატურა რა დაბალია? მინუსებშია გადასული! გინდა, რომ დაგტოვო აქ და მე შიგნით შევიდე?!-ყველაფერი სწრაფად, მომაყარა იმის მიუხედავად, რომ ტუჩები უკვე გალურჯებოდა სიცივისგან.
-მე მელოდები?
-ჰო-უცნაური ხმით მპასუხობს.
თავს ვუქნევ და შიგნით შევდივარ. ისიც უკან მომყვება და მაღაზიის კარს კეტავს.
მენეჯერი და იუნა ერთმანეთში ხალისიანად ლაპარაკობდნენ, როდესაც შევედი. არაფერი მიგვრძვნია იმის მიუხედავად, რომ იუნა ახლა
იმ გოგოს ეარშიყებოდა, რომელიც მომწონდა.

ჯერ კიდევ იუნას ნათქვამზე ვფიქრობდი, როდესაც მენეჯერმა გამაწყვეტინა
-ვწუხვარ, რომ ასე ადრე გთხოვეთ მოსვლა
-არაუშავს, მაგრამ ამის მიზეზი რა არის?-ავრორა უკვე აღარ კანკალებდა, თუმცა ცხვირი
ისევ აწითლებული ჰქონდა, ხოლო ტუჩებს კი ფერი უბრუნდებოდა.
-ნინას დეიდა ხომ გახსოვს?-ავრორას ჰკითხა და იმ წამსვე მე მომიბრუნდა-ამ შენ ალბათ არ იცი...
-არა. ვიცი. რაიმე მოუვიდა?
თავი ნელა, თითქმის შეუმჩნევლად დამიკრა და საუბარი განაგრძო
-ნინას დეიდა შეუძლოდ გამხდარა და ახლა საავადმყოფოში წევს
-ახლა როგორაა?-იკითხა ავრორამ
-ჯერ-ჯერობით უგონოდაა, მაგრამ იმედია მალე გამოკეთდება
მენეჯერსა და ავრორას დანაღვლიანებული სახეები ჰქონდათ
-და ლუკასი?
-ლუკასი ნინასთან ერთადაა
-კარგია. მარტო არ იქნება
-ჰოო-ნაღვლიანად ამოიხვნეშა მენეჯერმა და მზერა ავრორადან იატაკზე გადაიტანა.
-რას იტყვით დასალევად, რომ წავიდეთ?-იუნამ
ისეთი დააბრეხვა მომინდა ის გრძელი თმები ღერა ღერა მომეძრო მისი თავიდან
-ახლა?-გაკვირვებულმა იკითხა მენეჯერმა
-ხო ახლა. არამგონია ერთი ღამით ღია თუ
არ იქნება ბიზნესი ჩავარდეს
-მაგრამ ეგ მისი გადასაწყვეტი არაა-ვცდილობ იუნას ვანიშნო, რომ მოკეტოს-ის უბრალოდ მენეჯერია
ჩემს ბოლო სიტყვებს ავრორას და მენეჯერის სიცილი მოჰყვა
-ნუთუ არ იცი? როგორ მოხდა, რომ ორ ყველაზე დიდ ჭორიკანას ამის შესახებ არაფერი უთქვამს?
-რას გულისხმობ?
-იმას, რომ ამ მაღაზიის მფლობელი და მენეჯერი ალისიაა სიცილ ნარევი ხმით მითხრა ავრორამ თუმცა უფრო დავიბენი
-ალისია ვინაა?
ამჯერად სიცილს იუნაც შეუერთდა
-ნუთუ შენი მენეჯერის სახელი არ იცი?-დამცინავად მითხრა იუნამ თუმცა მართალი იყო. მე მისი სახელი არ ვიცოდი.
ალისიამ ნაზად გამიღიმა და იუნასკენ მიაპყრო მზერა
-ვფიქრობ ერთი ღამით მართლაც არაფერი დაშავდება. მაშინ წავიდეთ სადმე დასალევათ.

იუნას სახე გაუბრწყინდა ამის გაგონებაზე

ალისიამ შუქები გამორთო და მაღაზია დაკეტა. მანვე იკისრა ადგილის შერჩევა ჩვენ კი უბრალოდ მივყვებით.
ალისია და იუნა წინ მიდიან მე და ავრორა კი უკან ჩუმათ მივყვებით. ისინი იცინიან რაც იუნას დამსახურებაა დარწმუნებული ვარ, ყოველთვის კარგად გამოსდიოდა ხუმრობა და ადამიანის გაცინება. მე და ავრორა კი სამარადისო მდუმარებით მივყვებოდით მათ.

სამ საათ ნახევრის შემდეგ:

იუნა და ალისია დავტოვეთ, რადგან ავრორამ დაიჩემა აჯობებს თუ წავალთო. მითხრა ზედმეტი დალიეო ალბათ ასე იმიტომ ფიქრობდა, რომ თვითონ ერთი ჭიქაც არ დაულევია. თავბრუ მეხვეოდა და ფეხზე ძვლივს ვიდექი, ავრორამ კი ტაქსი გამოიძახა და სახლში ასე მივედით. ლიფტში მის სხეულს ვეკვროდი, მისი ხელები კი ჩემს წელს ეკვროდა. მე კი ეს ისე მსიამოვნებდა... ახლა კი ჩემს ხელები ეკვროდა მის სხეულს, მის კისერს, მის სახეს, ხოლო ჩემი ტუჩები კი მის ტუჩებს...

ახალ წელს გილოცავთ საყვარლებო🎉❤️ საუკეთესო სურვილებით❤️

ვწუხვარ თავი მოკლე, რომ არის მაგრამ
მინდოდა ახალ წლამდე ახალი თავი მეჩუქებინა<3 მოუფრთხილდით თავს და გთხოვთ ფოიერვერკები და ეგრედ წოდებული "ბომბაჩკები" არ ისროლოთ((( არ ღირს წამიერი ბედნიერება სიცოცხლის ხარჯზე((( გთხოვთ გავუფრთხილდეთ ცხოველებს და ფრინველებს🙏🏻

heaven (დასრულებული)Tahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon