8

319 20 4
                                    

ავრორა: 10 წუთში როგორც იქნა დანიშნულ ადგილას მივედი. დაღლილმა ირგვლივ მიმოვიხედე და რა კი ემილი ვერ შევნიშნე ჩავთვალე, რომ პირველი მივედი და გახარებულმა რესტორნის გვერდით არსებულ სკამზე ჩამოვჯექი. დღეს მზიანი ამინდი იყო და მზეც კარგა მადიანად ანათებდა. თვალები მოვჭუტე, რადგან მზის სხივები პირდაპირ თვალებში მარტყამდა. ორ წამში კი მზის სხივები ვიღაცის ჩრდილმა გადაფარა. თვალები გავახილე და ხელში ჩემს წინ გაკვირვებული სახით მდგარი ემილი შემრჩა. ხელში ყავა ეჭირა, რომლიდანაც ორთქლი ძვლივს აღწევდა, პატარა მონაკვეთის გავლას საუკუნეს ანდომებდა, თითქოს 500 წლის ორთქლი ყოფილიყო. ყავიდან ემილის სახეზე გადავიტანე ყურადღება, სახეზე გაურკვევლობა აღებეჭდებოდა, ალბათ ძაღლებმა სიცხისგან, რომ იციან ენის გადმოგდება და დორბლები გადმოსდით ზუსტად მასე ვიყავი. გონს ჯერ კიდევ არ ვიყავი მოსული ემილიმ კითხვა, რომ შემაგება
-დიდი ხანია რაც მოხვედი? მაპატიე, რესტორანში ვიყავი შესული და ალბათ ვერ შეგნიშნე.
არაფერი მითქვამს მისთვის, ვცდილობდი აზრზე მოვსულიყავი იმდენად დავიღალე სირბილისგან. ემილიმ გვერდით დამიჯდა და ყავის სმა დაიწყო ან გააგრძელა. ცოტა გონს, რომ მოვედი ემილისკენ შევტრიალდი და დაგვიანებისთვის მოვუბოდიშე.
-მაპატიე, დრო გამეპარა. მართალია მოვრბოდი და თან ვიღაც ქალსაც დავეჯახე, მაგრამ როგორც ჩანს დავაგვიანე. ვწუხვარ.
-არა, არაფერია. არ დაგიგვიანია სადღაც 10 წუთია ალბათ რაც მოვედი. ძალიან გამიხარდა, რომ პირველი მოვედი, რადგან როდესაც მოვდიოდი ჩემ ახალ მეზობელს გადავაწყდი. ძალიან ბევრს წუწუნებდა და მეგონა მეთქი დავაგვიანებ. ვიღაც ახალგაზრდა გოგონა დაჯახებია და ერთი ამბავი ატეხა ეს რა უზრდელი თაობააო, ბოდიშიც კი არ მომიხადა წესიერადო, თავხედიო, ქაჯიო მოკლედ თუ რამე სალანძღავი სიტყვა ჰქონდა ყველა გამოიყენა. მაინდანაინც მაშინ ჩავიარე და იმანაც დამიწყო გამოკითხვა, საიდან ხარ, რა გქვია, რამდენი ხნით ხარ. ღმერთო, გეფიცები თავი ძალიან მომაბეზრაა...
მგონი კიდევ თქვა რაღაც, მაგრამ მე არ გამიგონია რადგან ჩემი მეზობელი კანია გამახსენდა. ტაილანდელია, ასე 40-43 წლის იქნება, თუმცა სახეზე ისევ ახალგაზრდულად გამოიყურება. თუ არ ვცდები მისი სახელი კანია "ქალი ახალგაზრდობით" ითარგნება. ნამდვილად კარგი სახელი შეურჩია მათმა ოჯახმა. რადგან 28-30 წლის ქალბატობს ჰგავს. თუმცა ხასიათი ნამდვილი საშინელება აქვს. ამაზე ფიქრიც კი არ მინდა. ფიქრებიდან, რომ გამოვედი ემილის რესტორანში შესვლა შევთავაზე. შევედით და ემილის მიერ არჩეულ მაგიდასთან დავსხედით. გადავწყვიტეთ, რომ პიცა შეგვეკვეთა, თუმცა ერთი პიცის შეკვეთისას საუკუნე ვიმსჯელეთ, რადგან როგორც ჩანს ძალიან განსხვავებულ პიცას ვჭამთ. მას ისეთი პიცა უყვარს სადაც სოკოა, თურმე სოკოზე გიჟდება მე კი სიტყვა სოკოს გაგონებაზეც კი გულის რევის შეგრძნება მეწყება. დამთანხმდა, კარგი არ გვინდა სოკოო. გადავედით პომიდორზე, აღმოჩნდა, რომ არცეთს არ გვიყვარს და უპრობლემოდ ვთქვით უარი პომიდვრიან პიცაზე. კიდევ უამრავი ვილაპარაკეთ და საბოლოოდ პიცაზე მხოლოდ ძეხვი და მაიონეზი შეგვრჩა. ამიტომ გადავწყვიტეთ ცალ-ცალკე პატარა ზომის პიცა აგვეღო. მე ძეხვით, მაიონეზით, ზევიდან მოყრილი ყველით, ბულგარულით და ხახვით ავიღე. მეგონა ის სოკოთი აიღებდა, მაგრამ არ აიღო. ცოტა გამიკვირდა, მაგრამ მისი გადაწყვეტილებაა. მან ძეხვით, ზეთისხილით, პიტნის ფურცლებით, მაიონეზით და პიცაზე დამდნარი ყველით აიღო. შეკვეთა ასე 10-15 წუთში მოგვიტანეს. პიცის მოსვლამდე საუბარი გავუბი.
-აქ დიდი ხანია რაც ცხოვრობ? პატარა ქალაქია და უცნაურია აქამდე, რომ ვერ გნახე. აქ თითქმის ყველას ვიცნობ.
-არა, რამდენიმე დღეა რაც აქ გადმოვედი. ამიტომაც ვერ შემამჩნიე.
-ჰმ, გასაგებია. სად ცხოვრობ?
ამაზე ცოტა დაფიქრდა მერე კი მიპასუხა
-ახალი ვარ და კარგად არ ვიცი სახელები. რაღაც ადგილი ჰქვია, საკმაოდ გრძელი სიტყვაა რა მოკლედ ვერ დავიმახსოვრე. ოთხი კორპუსი დგას და წინ საკმაოდ დიდი ეზო აქვს.
ამაზე გამეცინა, რადგან ეს ქალაქი ძირითადად სწორედ ასეთი დიზაინის კორპუსებითაა ნაგები.
-მსგავს ადგილს აქ ყველა მეორე ფეხის ნაბიჯზე ნახავ-სიცილით ვუთხარი და მასაც ჩაეღიმა.
-ხო, რავი-ხმადაბლა მიპასუხა და ტუჩებს ენა აუსვა ნამცეცების მოსაშორებლად. აი ხომ იცით რომანტიკულ ფილმებში, რომ ხდება ხოლმე ნამცეცი რო რჩება ტუჩებთან და მეწყვილე, რომ აშორებს აი მსგავსად მინდოდა მეც მომეშორებინა მისთვის ნამცეცი ტუჩიდან, მაგრამ ვინ გაცალა?! ამოიღო ჩანთიდან სარკე და მოიშორა ის ერთი ცალი ნამცეცი. არა, ამ გოგოში რომანტიულობა არ არსებობს! სხვა რა გზა მქონდა დაღვრემილმა გავაგრძელე ჩემი პიცის ჭამა. მალევე მოვრჩით, ანგარიში გადავიხადე ცოტა კი მეჭუჭყუნა მე გადავიხდიო, მაგრამ ეს ერთი რამ მაინც მაცადოს! ანგარიშის გადახდის შემდეგ სახლამდე მიცილება შევთავაზე, რაზეც დამთახმდა.

heaven (დასრულებული)Where stories live. Discover now