3

777 47 8
                                    

გაიღიმა და შიგნით შევიდა, მეც უკან მივყევი და უზარმაზარ, ძველებურ, მოხატულ სახლში აღმოვჩნდი. უამრავი მშვენიერი ნახატი კედელზე. ეს ისეთი ლამაზი იყო... ზევით როცა ავიხედე ფერები ერთმანეთში ირეოდნენ. ყველა კუთხეში, ყველა ნაწილში განსხვავებული ნახატი...
-ეს, ეს ძალიან ლამაზია
-ნახატებზე ამბობ?
-კი
-მე დავხატე
-შენ? მოიცა ეს ყველაფერი შენ დახატე?-ირგვლივ გაოცებულმა მიმოიხედა
-კი, როდესაც 10 წლის ვიყავი- თქვა და მის წინ მდგომი ამ პასუხისგან გამოწვეული გოგონას სახის გამომეტყველების შემჩნევისთანავე ჩაიცინა.
-ზევით ავიდეთ იქაც არის ნახატები.
ჯერ კიდევ ამ პასუხისგან ენა ჩავარდნილს თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. ევა ქვევით დავტოვეთ და ზევით ავედით, მთელი დერეფანი მოხატული იყო. როგორც ჩანს ხატვა ძალიან მოსწონს და ძალიან კარგადაც გამოსდის. ოთახში შემიყვანა. რატომღაც მეგონა, რომ მისი ოთახიც მოხატული იქნებოდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. მისი ოთახი თეთრი იყო. მთელი სახლი უამრავ ფერებში შერწყმული და ოთახი უბრალოდ მოსაწყენი თეთრი ფერის?
-თეთრი რატომ არის ოთახი?
-ყველაფერი ფერადია. რაღაც ერთფეროვანი მინდოდა. მიდი, ოთახი დაათვალიერე მანამდე ვიბანავებ
არაფერი მითქვამს. სიმართლე ვთქვა კარგად არც გამიგია რა თქვა ისე ვიყავი გართული ოთახის თვალიერებაში. ოთახს ფანჯარა ჰქონდა, რომლიდანაც იდეალური ხედი ჩანდა. შიშველი ლამაზი ხეები, რომლის ტოტებსაც მსუბუქად არხევდა ქარი. ფანჯრის რაფაზე წიგნის მსგავსი რამ იდო. წიგნზე წარწერა არ იყო, არც სათაური, არც მწერლის სახელი გამიკვირდა და დავინტერესდი. მინდოდა მეკითხა ავრორასთვის რა წიგნი იყო მაგრამ როდესაც კითხვა დავაპირე ოთახში არავინ იყო. როგორც ჩანს იმდენად გავერთე ოთახის თვალიერებით ვერც კი შევამჩნიე ავრორა როდის გაუჩინარდა.
-ავრორა?-დავიძახე მაგრამ ხმა არავინ გამცა ამიტომაც გადავწყვიტე ხმამაღლა დამეძახა
-ავრორა?-არც ახლა გამცა ხმა არავინ ამიტომ გადავწყვიტე ოთახიდან გავსულიყავი და მომეძებნა.
ოთახიდან გასვლას აპირებდა, როდესაც სააბაზანოს კარები გაიღო და ავრორა გამოვიდა მხოლოდ პირსახოცის ამარა. ემილი ავრორას დანახვაზე გაშეშდა. პირსახოცი მთლიანად მის სხეულს ვერ ფარავდა, მოჩანდა მისი ლავიწები, მკერდის ნაწილი. პირსახოცი კი იმდენად მოკლე იყო, რომ მისი ბარძაყები შესანიშნავად მოჩანდა. ემილი ხედავდა ავრორას ლავიწებზე წყლის წვეთები როგორ დადიოდენ უნებართვოდ. ხედავდა როგორ მიედინებოდნენ ეს წვეთები ჩუმად მისი მკერდისკენ და შიგნით იმალებოდნენ.
-რა მოხდა?
-ამმ მე მინდოდა მეკითხა ეს რა წიგნია?-თქვა ემილიმ და წიგნი ავრორას გაუწოდა.
-ეს წიგნი არ არის-ღიმილით თქვა და უკან გაუწოდა.
-აბა რა არის?
-გადაშალე და ნახავ
გადაშალა და გაეცინა
-ეს ხომ ალბომია
-დიახ, ჩემი საოჯახო ალბომია
-ეს წყვილი ვინ არის?
ფოტოს დახედა და თქვა-ჩემი მშობლები
-საყვარლები არიან
-კი ასეა

heaven (დასრულებული)Where stories live. Discover now