9

279 17 0
                                    

ავრორა: დაღლილი და დაქანცული სადარბაზოში შევდივარ. ლიფტს ვიძახებ და დალოდებას ვიწყებ. რამდემიმე წამში ლიფტი პირველ სართულზე ჩამოდის და როცა კარები იხსნება ნამდვილი სიუპრიზი მხვდება.
-ემილი?
-ავრორა?
ერთმანეთს გაოცებულები შევჰყურებთ.
-ჩემს ბედზე გამოჩნდი, ლიფტი გაჩერდა და ამის გამო კინაღამ დავაგვიანე სამსახურში-აფორიაქებულია და სიტყვებს ერთმანეთზე ძვლივს აბამს. კიდევ რაღაცას სწრაფად ამბობს და უეცრად ჩერდება. მიყურებს და რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ ამბობს, უფროსწორად კითხულობს-მოიცა და შენ აქ რას აკეთებ?
-აქ ვცხოვრობ და შენ?-უემოციოდ ვამბობ იმის მიუხედავად, რომ ძალიან გაკვირვებული ვარ
-მეც აქ ვცხოვრობ...

როგორც აღმოჩნდა, ორივე ერთი და იგივე ადგილას ვცხოვრობთ, ერთი და იგივე სართულზე, ერთმანეთის გვერდით. სადღაც ათი წუთი ვილაპარაკეთ ლიფტთან დამდგარი. გავიხსენეთ დილით მომხდარი ამბავი, ვიცინეთ, გავიკვირვეთ და ბოლოს ემილიმ გაარკვია, რომ დღეს სამსახურში წასვლა არ უწევდა. ლიფტით ასვლა შევთავაზე, მაგრამ უარზე იყო ამიტომ კიბით ავედით. როდესაც ჩვენს კარებს მივიუახლოვდით ცოტა ხნით გავჩუმდით, დავიბენით, შემდეგ დამემშვიდობა და სახლში შესვლა დააპირა, თუმცა უეცრად შევაჩერე. გაუაზრებლად თუ აზრიანად ჩემთან შევიპატიჟე. სახეზე გაკვირვება დაეტყო, მგონი ცოტა ანერვიულდა კიდეც. მეც ავღელდი, ჩემს თავს ვუსაყვედურე. ალბათ ძალიან შეწუხდა ჩემით. ჯერ რესტორანში დავპატიჟე, ახლა კი ჩემთან შევიპატიჟე. დავიბენი და უეცრად ისე, რომ არაფერი მითქვამს კარები გასაღებით სწრაფად გავაღე, (თუ ამას სისწრაფე ქვია) შევვარდი და კარები მივაჯახუნე. და როცა გავიაზრე რაც ჩავიდინე ბოლო ხმაზე კივილი მინდოდა, მაგრამ ამას რაღა აზრი ჰქონდა.

ავრორა რამდენიმე ხნით გაუჩერებლად საყვედურობდა თავს, მაგრამ საბოლოოდ როცა მიხვდა, რომ საკუთარი თავისაკენ გასროლილი საყვედურის აღმნიშვნელი სიტყვები არც არაფერს აკლებდა და არც არაფერს უმატებდა, გადაწყვიტა გაჩუმებულიყო და შეეწყვიტა ამაზე ფიქრი. მართალია ავრორამ შხაპიც მიიღო და "ტკბილადაც" ეძინა იმ ღამით, მაგრამ მის მეზობლად, მყოფ ოთახში მთელი ღამე ვიღაც გაუჩერებლად ბოლთს სცემდა, პატარა, დაბალ თეთრ კატასთან ერთად.
ერთ ოთახში სიმშვიდე იყო, მეორეში კი ალიაქოთი.

heaven (დასრულებული)Nơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ