The end

155 11 2
                                    

ემილი სახლში ბრუნდება და ავრორა ხვდება კარებში. ბატონი ბენედიქტი ემილის უყურებს და იმ პატარა ბავშვს ხედავს, რისი გამოჩენისაც ყველაზე მეტად ეშინოდა.
-წამალი არ იყო?
-არა...-უემოციოდ ამბობს ემილი და მდივანზე ჯდება.
ავრორა ატყობს, რომ ემილი კარგად არ არის და გასეირნებას სთავაზობს. ემილი ცოტა ხნით ჩუმად არის, შემდეგ კი თანხმდება.
-აქ ცხოვრობდი, ამიტომ გეცოდინება კარგი ადგილები-ეუბნება ავრორა
ემილი ცოტა ხნით დუმს, შემდეგ კი პასუხად სახურავს სთავაზობს
-მოდი სახურავზე ავიდეთ
-სახურავზე?-ცოტათი გაუკვირდა, თუმცა დიდი ხნით არ უყოყმანია-კარგი, მაშინ რამე სასუსნავი ვიყიდოთ. რას იტყვი?
-ლუდი იყიდე.-უემოციოდ თქვა და ზევით ასვლა დაიწყო-მე იქ ვიქნები.
ავრორას აღარაფერი უთქვამს ერთი ამოიხვნეშა და ქვევით ჩასვლა დაიწყო.

10 წუთის შემდეგ:

-მოვედი-ამბობს ავრორა და ლუდს აწვდის ემილის. მის გვერდით ჯდება და ცდილობს საუბარი წამოიწყოს
-ამ ღამით ლამაზი ცაა-ნელა ამბობს თუმცა ემილი სრულიად სხვა თემაზე იწყებს ლაპარაკს
-შრამებზე რატომ არ მეკითხები?-ლუდის ბოთლს თავსახურს ხსნის და ავრორას უყურებს
ავრორა მის ნათქვამზე შეშდება და არ იცის, როგორ მოიქცეს, თუმცა ძალას იკრებს და პასუხს სცემს
-არ გეკითხები, რადგან არ ვიცი გსურს თუ არა ამაზე საუბარი, ხარ თუ არა მზად...
ემილი ავრორას თვალს აშორებს გვერდით იხედება. უყურებს ქვევით მიმავალი მანქანების შუქს. ზოგი წითელია, ზოგი ყვითელი, ზოგი თეთრი, ზოგსაც უცხო ფერი დაჰკრავს... და მაინც ყველა ანათებს. ჰაერს ღრმად ისუნთქავს, ზეცისკენ იხედება, თვალებს ხუჭავს და პირს აღებს. უნდა დაიწყოს მოყოლა, მაგრამ თითქოს ვიღაცას მის კისერზე თოკი აქვს შემოხვეული და რაც ძალი და ღონე აქვს უჭერს. ამ ვიღაცას არ სურს მისი ამბავი გაიგონ, არ სურს ამხილონ. ემილი ხვდება ნელ-ნელა როგორ იწყებს მისი სხეული ნერვიულობისგან კანკალს, მაგრამ იცის ახლა თუ არ იტყვის ამას ვეღარასდროს შეძლებს. თვალები ეწვის, არც დაუწყია და უკვე ეწვის...
-8 წლის ვიყავი...
ავრორა ემილის უყურებს და თავს ამზადებს, რადგან ხვდება ეს უბრალოდ შრამის ისტორია არ იქნება
-8 წლის ვიყავი როდესაც დედაჩემმა პირველად შემეხო. მას შემდეგ რაც მამა გარდაიცვალა დედა სრულიად შეიცვალა. სმა დაიწყო... მეგობრებთან ერთად კლუბებში სიარული... ყველა კაცთან წვებოდა ვინც კი გაუღიმებდა...... შემდეგ... ნარკოტიკები. 7 წლის, რომ ვიყავი უკვე დამოკიდებული იყო. ნარკოტიკის გამო ყველასთან წვებოდა, ყველაფერს აკეთებდა, რომ როგორმე ნარკოტიკი მიეღო. მე არასდროს ვუყვარდი, რადგან ჩემზე ორსულობისას სხეულზე სტრიები გაუჩნდა, კანი გაეწელა, გაუუხეშდდა და სხეული, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა გაქრა. რაც დავიბადე მამაჩემი
მივლიდა, ის მაჭმევდა, მეთამაშებოდა, მაცმევდა და აკეთებდა ყველაფერს რასაც დედაჩემი არ კადრულობდა. როცა მამა გარდაიცვალა მომიწია საკუთარი თავისთვის მე თვითონ მეზრუნა. აღარავინ მეხამრებოდა სკოლის დავალებებში, აღარავინ მიკეთებდა საჭმელს, აღარავინ მიწესრიგებდა ტანსაცმელს. იქამდე სანამ საჭმლის მომზადებას ვისწავლიდი მშიერი ვათენებდი ღამეებს. ხანდახან გამიმართლებდა და დედაჩემი საჭმელს მოიტოვებდა.... მე კი სწორედ მის ნარჩენებს ვჭამდი.... ერთ დღეს როცა რვა წლის ვიყავი დედაჩემი სახლში გაბრაზებული დაბრუნდა, არ იყო უჩვეულო, მაგრამ ჩემთვის დასამახსოვრებელი დღე გახადა.-მაისურს იხდის და სთხოვს ავრორას, რომ შეხედოს.-ხედავ ამ ნაიარევს ნეკნებთან? დანით დამჭრა. ყვიროდა, ამბობდა, რომ ჩემი ბრალია, რომ მასთან კაცები აღარ წვებიან... და... თუ... მოვკვდებოდი.... ბედნიერი იქნებოდა.
ავრორა თავს ვეღარ იკავებს და გვერდით იხედება. არაფერს ამბობს, ვერ ამბობს...
-მტკიოდა... საშინლად მტკიოდა ჭრილობა, ყველგან სისხლი იყო. სისხლის გუბეში ვიდექი და ვტიროდი.... ვტიროდი, რადგან მტკიოდა, რადგან მეშინოდა, მაგრამ ექიმთან ვერ წავიდოდი. მეორე დილით სკოლაში, რომ წავედი სისხლმა ტანსაცმელზე გამოჟონა და როცა სკოლის ექთანმა შემამოწმა.... როცა ბატონმა ბენედიქტმა შემამოწმა....
ავრორა მისკენ ტრიალდება ნაცნობი სახელის გაგებისას და სწორედ ახლა ხვდება, რატომაც უყვარს ემილის ბატონი ბენედიქტი ასე ძლიერ.
-როცა მან შემამოწმა უნდოდა ჩემი საავადმყოფოში გადაყვანა და პოლიციის გამოძახება, რადგან იცოდა, რომ
ეს უბრალოდ ნაკაწრი არ იყო როგორც მე ვუთხარი. იცოდა დედაჩემის ამბავი, ყველამ იცოდა.... ტირილი დავიწყე, ვედრება დავიწყე... ვთხოვდი ეს ამბავი დაემალა.... თავიდან არ მთანმხდებოდა, მაგრამ საბოლოოდ დამთახმდა იმ პირობით, რომ როგორც კი ისევ შემეხებოდა პოლიციას შევატყობინებდით.... რათქმაუნდა ასე არ იყო. წლების განმავლობაში ცდილობდა ჩემს მოკვლას, ბატონი ბენედიქტი კი ექიმის კაბინეტში ჩემთან ერთად ტიროდა...-ჩერდება და ნერწყვს ყლაპავს. ავრორას უყურებს, რომელსაც თვალები ასწითლებოდა. უყურებს, მაგრამ არ შეუძლია ავრორას მისი ყურება. გვერდით იხედება და დუმდება. ემილი იღიმის და ცაზე ვარსკვლავებს უყურებს.-რაც შეეხება შრამს კისერზე.... როცა 11 წლის გავხდი თვითმკვლელობა ვცადე. ვეღარ ვუძლებდი სხეულზე ჩალურჯებებს, ვეღარ ვუძლებდი ყოველ დღე ძალადობას, ვეღარ ვუძლებდი ნარკოდამოკიდებულ დედას. გადავრჩი... რადგან დეამ გადამარჩინა.
-დეა?
-ის გოგო, შენ, რომ შეხვდი.
-გასაგებია-შეუმჩნევლად ამბობს.
-მე და დეა ბავშობის მეგობრები ვართ. მუდამ გვერდში მედგა, მუდამ ჩემთან იყო, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი.... იყო. თვითმკვლელობის შემდეგ საკუთარ თავს ზიანს ვაყენებდი.....-ავრორას უყურებს, რომელიც სიჩუმის დარღვევას არ ძალობდა. ხელს ფეხზე ისვამს.- ფეხზე ერთი შრამი მაქვს, რომელზეც დანა უმარავჯერ მაქვს გადასმული. 14 წლის ასაკში სექსუალურად შემავიწროვენ. შემეხენ, ხელებზე, მუცელზე, ფეხებზე.... ყველგან! როცა ვთქვი ეს.... არავინ დამიჯერა. არავინ დამიჯერა, პირიქით "ღადავის" ცენტრი გავხდი. იცი რატომ? იმიტომ, რომ პიროვნება, რომელმაც სექსუალურად შემავიწროვა ქალი იყო.-იცინის-მაგრამ რა აზრი აქ? გინდ კაცი იყოს, მაინც არავინ დამიჯერებდა.-ჩუმდება და ფეხებს უყურებს.-16 წლის ასაკში გოგო შემიყვარდა. ერთმანეთი გვიყვარდა, ან მე მეგონა ასე. მასთან ვიწექი.... ჩუმათ ვიდეო გადაიღო და სოციალურ ქსელში ატვირთა. ამან საბოლოოდ გამანადგურა. დედაჩემმა სახლიდან გამაგდო და დეამ შემიფარა. სწორედ იქ დავახლოვდი მის ნახევარ დასთან, იუნასთან. დრო გადიოდა და ერთმანეთთან დავახლოვდით. ერთმანეთი მოგვეწონა და შეხვედრა დავიწყეთ. ერთ დღესაც გავიგე, რომ ის დედაჩემისგან არაფრით განსხვავდებოდა. ისიც ნარკოდამოკიდებული იყო. ამან ძლიერ გამტეხა. იმ დღეს, როდესაც მასთან ურთიერთობა გავწყვიტე მისი ის სახე დავინახე რაც აქამდე არ მინახავს, რაც არასდროს არ წარმომედგინა. ჩემ წინ მონსტრი იდგა, რომელიც მტკენდა.... აქედან რამდენიმე კვირაში ნარკოდამოკიდებულთა კლინიკაში მოხვდა. ერთი წლის შემდეგ დაბრუნდა და ის ისეთი შეცვლილი იყო.... დავუჯერე როცა მითხრა, რომ ნარკოტიკს აღარ იყენებდა. თუმცა იმ დღეს, როდესაც ისევ მივეცი ჩემი
შეხების უფლება პოლიცია დაგვადგა თავს. წაიყვანეს იმ მიზეზით, რომ ნარკოტიკი უპოვენ სახლში....-ავრორას უყურებს-ამიტომაც მეშინია სიყვარულის. ყოველთვის როცა ვიღაც მიყვარდა ტკივილი ამის უდიდესი ნაწილი იყო. იცი ყველაზე სასაცილო რა არის?-ლუდის ბოთლს უყურებს და.... და ტირის.....-ყველაფერი ტყუილია... ჩემი სექსის ვიდეო იმ გოგომ კი არა დეამ გაავრცელა.... იუნას ნარკოტიკების მიღება ახალი შეწყვეტილი ჰქონდა როცა გავიცანით და მთელი ჩვენი ურთიერთობის დროს არ გაჰკარებია. დეამ ჩუმათ მისცა იუნას ნარკოტიკი, რათა შემდეგ ჩემთვის დაეჯერებინა თითქოს იუნა ნარკოდამოკიდებული იყო. მან დატოვა მის სახლში ნარკოტიკი მას შემდეგ რაც ჩემთან დაბრუნდა. მის გამო იჯდა ციხეში. და როდესაც იუნას ჩემი ნახვა სურდა მან შეუშალა ხელი.... და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემით შეპყრობილი იყო.-იცინის და დგება-ფილმს ჰგავს არა?
ავრორა დგება და ემილის ეხვევა-ეს გითხრა იუნამ?
ემილი წამიერად ცბება შემდეგ კი თავს უქნევს
-ჰო... ეგ მითხრა
-და რა იცი, რომ სიმართლეს ამბობს?
-რადგან, როცა ციხიდან გამოვიდა და ჩემი ნახვა უნდოდა ეს ვიცოდი.... ისიც ვიცოდი, რომ დეამ შეუშალა ხელი.... მათი საუბარი მოვისმინე. მაშინაც ახსენა, რომ ყველაფერს მომიყვებოდა... იმ დღესაც უნდოდა მოყოლა როცა პოლიციამ წაიყვანა. დეა ყოველთვის იქ იყო.... ყოველთვის...-ავრორას უყურებს-მისი მჯერავს. მჯერავს,რადგან თავიდანვე ვიცოდი, რომ დეა მატყუებდა.... უბრალოდ ჩემთვის რთული იყო მისი დაკარგვა...
ავრორა ემილის ძლიერ იხუტებს და ცდილობს დააწყნაროს
-არაუშავს! რაც არ უნდა იყოს მე აქ ვარ! ახლა მე გყავარ! მოდი წარსული უკან მოვიტოვოთ და ერთად დავიწყოთ ცხოვრება. მოდი წარსული გავუშვათ-უყურებს ემილის, რომელიც ტირის-მე დაგიცავ! გპირდები მე დაგიცავ... მე ვიქნები შენს გვერდით...-ემილი მთელი ძალით კოცნის... ეხება მის სახეს და ტირის. ახლა
უკვე ავრორაც
-ვწუხვარ, ავრორა.... მაგრამ არ შემიძლია
-გთხოვ-ცდილობს მისი ხელები ისევ ეჭიროს იმის და მიუხედავათ, რომ ემილი ნელ-ნელა შორდება-არ გინდა...
-ჩემში ის გრძნობა გააღვიძე რაც 7 წელია არ
მიგრძვნია....-იღიმის-მაგრამ არ შემიძლია.

ემილი ავრორას ტოვებს და მიდის. ეს მათი ბოლო საუბარი იყო. ბოლო შეხვედრა. ავრორა მანქანის შუქებს უყურებს და ტირის.... იცის, რომ მას ვეღარასდროს ნახავს. იცის, რომ კიდევ უფრო ძლიერ ეტკინება. იცის, რომ ამის შემდეგ მისი ცხოვრება აღარასდროს იქნება ძველებური. უყურებს ზევიდან, როგორ მიდის ემილი... და ტირის....



the end

გთხოვთ,  წაიკითხოთ ეპილოგი რათა მეტი გაიგოთ ამ წიგნზე🫂❤️

heaven (დასრულებული)Where stories live. Discover now