5

604 31 4
                                    

2 კვირის შემდეგ

ორი კვირა გავიდა მას შემდეგ რაც ემილი ქალაქში გაემგზავრა. მთელი ამ დროის განმავლობაში ის საავდმყოფოდან არც კი გამოდიოდა, ყველა იმ თხოვნის მიუხედავ. იქ ათენებდა სასტიკ ღამეებს, იქ შიმშილობდა და იქ ღრნიდა სევდა და ბედნიერება ერთმანეთში გადახლართული. ღამ-ღამობით დაღლილი და სევდიანი თვალებით შეჰყურებდა მის წინ მომაკვდავ გამოფიტულ არსებას. თუმცა როგორც კი დედამიწის ეს მხარე მზისკენ შეტრიალდებოდა და მზის სხივები ატმოსფეროს გაარღვევდა მაშინვე გამოფიტულ არსებას ხელს ჩაშჭიდებდა და იმ ყალბ ღიმილის მოირგებდა, რომელსაც ისედაც ყველა ამჩნევდა.

-თუ არ შეწყვეტ მსგავს ქცევებს მალე შენც საწოლს მიეჯაჭვები ჩემსავით!-დასუსტებული ხმით, მაგრამ მაინც ღიმილით ამბობს საყვედურს, საწოლს ნების საწინააღმდეგოდ დამონებული, სიკვდილის მოშიში თუმცა ჰარმონიის მოყვარული ახალგზარდა, სამყაროს შეწირული გოგონა.
პასუხი არ მიუღია, ამიტომაც მისივე წამოწყებული საუბარი მანვე განაგრძო
-ორივემ კარგად ვიცოდით, რომ ეს თვე სა...
-საკმარისია!-მშვიდი თუმცა შიგნიდან გატეხილი ღიმილით ამბობს ემილი
-არ არის! ეს შენ გეყოფა! გაიზარდე!-დარდ გახვეულმა გოგონამ წარმოთქვა თუ არა ეს სიტყვები მისი ხელი მეგობრის სამოთხედან "იხსნა".
-მე ვკვდები ემილი და შენ ეს უნდა მიიღო. სხვა გამოსავალი არ გაქვს-ლაპარაკობდა თუმცა საპასუხოდ მხოლოდ ყველაფრის მთქმელ დუმილს იღებდა-მე მხოლოდ იმის თხოვნაღა შემიძლია, რომ ბედნიერი იყო. იცოდე არ გაპატიებ თუ ჩემს გამო თავს ისეთ დღეში ჩაიგდებ, რომ უკან მომყვე. იცოდე არ მიგიღებ!-გოგონა ატყობდა ემილის ნიღაბი ნელ-ნელა როგორ იბზარებოდა-ნუ იქნები უფერული! მიეცი სხვასაც უფლება გახდეს შენი კედლების გაფერადების ღირსი! ემილი, მე შეიძლება დღესვე მოვკვდე, შეიძლება საღამომდე ვერც კი მივაღწიო... გთხოვ, სიკვდილის წინ მაჩუქე ის ბავშვური ღიმილი რომელიც ვიცი არ მოგიკლავს-პატარა, წვრილი თვალებით შეჰყურებს მის წინ მყოფ არსებას, რომელსაც მის მსგავსად სახე ცხელი წვეთებით დასველებოდა.

heaven (დასრულებული)Where stories live. Discover now