4

642 41 5
                                    

ჩემკენ შემობრუნდა და მკითხა
-შეიძლება დღეს აქ დავრჩე?
ძალიან მესიამოვნა ეს კითხვა და მაშინვე დავთანხმდი. კარები დავხურე და სასტუმრო ოთახში შესვლა შევთავაზე. სასტუმრო ოთახში გადავინაცვლეთ.
-შენ დაჯექი და მე ბუხარს დავანთებ
თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და მის კატას დაუწყო მოფერება. ბუხარი დავანთე და თან ტელევიზორი ჩავრთე. მისკენ შევტრიალდი და შევთავაზე რამე კომედიური ფილმი გვენახა. დამთანხმდა და ფილმიც ავარჩიეთ. უეცრად გამახსენდა, რომ წითელი ღვინო მქონდა და შევთავაზე
-რას იტყვი ღვინოზე?
-მშვენიერი აზრია.
სასმელი და ჭიქები მოვიტანე, დავასხი და გავუწოდე. შემდეგ კი მის გვერდით დავჯექი და ფილმის ყურებაც დავიწყეთ. ნამდვილად სასაცილო ფილმი იყო თუმცა ბოლოსკენ შევატყვე ემილის მოეძინა და თან უკვე საკმაოდ ბევრი დავლიეთ. ამიტომ შევთავაზე დაგვეძინა. მაშინვე დამთანხმდა და ჩვენც მეორე სართულზე ავედით. ისე ეძინებოდა ფეხზე ძვლივს დგებოდა ამიტომ მე მომიწია მისი ზევით აყვანა. ჩემს ოთახში შევიყვანე და ლოგინზე ფრთხილად დავაწვინე. მისი კატა კი ხალიჩაზე მოკალათთდა. მე ქვევით ჩავედი რათა ბუხარი ჩამექრო და ტელევიზორი გამეთიშა. როგორც კი ყველაფერს მოვრჩი ზევით ავირბინე. როდესაც ტანსაცმლის გახდას ვაპირებდი გამახსენდა, რომ ემილი ტანსაცმლით დავაწვინე. ემილის ზედა და შარვალი გავხადე. როდესაც მისი მოშიშვლებული სხეული დავინახე გავშეშდდი. მისი სხეული შრამებით იყო სავსე... უამრავი კითხა გამიჩნდა, თუმცა ახლა ამის დრო არ იყო. საბანი გადავაფარე და მეც სწრაფად გავიხადე ტანსაცმელი. ემილის გვერდით დავწექი და დაძინება დავაპირე, როდესაც ჩემს წელზე სითბო ვიგრძენი. ეს ემილის ხელები იყო. ის ძალიან ხურდა. ცოტათი შევცბი. ემილისკენ გადავბრუნდი და წავიბუზღუნე თუმცა დამამშვიდა და მითხრა, რომ იცის ხოლმე ასე გახურება ნასვამზე და სანერვიულო არაფერია. ძვლივს წარმოთქვა ნორმალურად სიტყვები.
გამეცინა. მას ვუყურებდი. მის ლამაზ სახეს, დაღლილ სხეულს, შავ თმას, პატარა იასამნისფრად შეღებილ ტუჩებს, პატარა ყურებს, პომიდორივით წითელ ლოყებს და ცხვირს. მის გახურებულ ტუჩებს ოდნავ შევახე თითი და გავშეშდდი. რამდენიმე წუთით გაუნძრევლად ვუყურებდი შემდეგ კი ჩამეძინა.

heaven (დასრულებული)Where stories live. Discover now