14

310 11 5
                                    

ემილი უყურებდა ავრორას, ხედავდა, როგორ ღელავდა, რამაც თვითონაც ააღელვა, თუმცა ამის მიუხედავად, მაინც მშვიდად და გაწონასწორებულად ჰკითხა თუ ვინ იყო
-ის... ემილი ის... ის დეიდაჩემია
-ოჰჰ-ემილის გაეცინა, თავიდან ვერ მიხვდა რაზე ნერვიულობდა ასე ძალიან, თუმცა როცა სიცილისგან სხვა მხარეს გაიხედა და მიმოყრილი ტანსაცმელი და საცვლები დაინახა მიხვდა რაც იყო მიზეზი.
-ჯანდაბა! ახლავე უნდა ჩავიცვათ!
-ხო, ხო...-ავრორა ოდნავ დაბნეული იყო თუმცა ემილი სწრაფად მოძრაობდა, ტანსაცმელს სწრაფად იღებდა და იცვამდა, ისე რომ ვერც კი ასწრებდა გაფიქრებას. როცა ავრორამ ემილის ქცევას შეხედა და ხმაურიც გამძაფრდა მიხვდა, რომ მასაც იგივე უნდა მოემოქმედა. სწრაფად ჩაიცვა რაც მოხვდა ხელში და კარებისკენ გაიქცა.

-სად ჯანდაბაში იყავი?! იცი მაინც რამდენი ხა-ემილი მორცხვად გამოვიდა ოთახიდან-ოჰო! ეს გოგო ვინაა?
ემილიმ და ავრორამ ერთმანეთს შეხედენ, თითქოს ეკითხებოდნენ ერთმანეთს ახლა რაღა ვქნათო?
-ის ჩემი...-დაიწყო თუმცა ვეღარ მიხვდა რა ეთქვა ამიტომაც ემილიმ ჩაერია
-მე მისი მეზობელი ვარ, ემილი. თქვენ მისი დეიდა უნდა იყოთ?-ემილიმ ღიმილით გაუწოდა ხელი ქალს
-დიახ, დეიდამისი ვარ-დაკვირვებით ჩამოართვა ხელი და ავრორას მიუბრუნდა.-რას იზამ აქ დამაყუდებ მთელი ცხოვრება თუ შემომიშვებ?
-აჰჰ, ხო მართალია. შემოდით დეიდა
ქალი სახლში შევიდა და ავრორამ კარები დაკეტა, თუმცა ემილიმ სწრაფად მიირბინა მასთან და ჩუმათ ჩასჩურჩულა, რომ აჯობებდა თუ წავიდოდა. ავრორაც დაეთანხმა, თუმცა ქალმა ჩაიცინა და ემილის გასძახა
-მეზობელო, დარჩი კომპანიონი არ გვაწყენდა მე და ავრორას.
გოგონებმა სწრაფად გადახედეს ერთმანეთს. არ იცოდნენ როგორ მოქცეულიყვნენ ამიტომაც არ შეეწინაღმდეგენ.

-დეიდა, რას მიირთმევ? ჩაი? ყავა?
-ემილი ჩაი გიყვარს?-ქალმა ავრორა დააიგნორა
-ჩაის მოყვარული ადამიანი არ ვარ თუმცა, თურქულ ჩაის ვსვამ
-თურქულს?-სასიამოვნოდ გაიკვირვა ქალმა
ავრორას ჩაეცინა
-დეიდასაც უყვარს თურქული ჩაი
-მართლა?-ემილიმ გაბრწყინებული თვალებით შეხედა დეიდას
-რა სასიამოვნოა, როცა ხვდები ისეთს ვისთანაც მსგავსი ინტერესი გექნება-ჩაიცინა ქალმა-მაგ ჩაის გარდა სხვა არაფერს ვსვამ, ყავასაც კი საშინლად ტკბილს ვსვამ. შენზე რას მეტყვი?
-მეც მსგავსად, თუმცა მე ყავას არ ვსვამ. მხოლოდ რძიანს და ისიც იშვიათად. ვერ ვხვდები ხალხი როგორ სვამს შავ ყავას? რატომ მოსწონთ იმ ყავის გემო? ჩემი მეგობრები ყოველთვის მეუბნებოდნენ არაუშავს, ნელ-ნელა მიეჩვევიო, მაგრამ უბრალოდ არ შემიძლია. კიდევ იცით....
ემილი მთელი ამბიციით ყვებოდა მის ამბავს, დეიდასთან ადვილად გაიხსნა, რადგან აღსანიშნავია მისი დამამშვიდებელი აურა. ემილი, ის პიროვნებაა, რომელსაც უჭირს გახსნა, უჭირს ადამიანებთან ლაპარაკი და საერთო ენის გამონახვა. ემილი მის ლაპარაკში ხელებსაც იყოლიებდა ისე, რომ ვერც კი აცნობიერებდა, ხოლო ავრორა კი მას ისეთი თვალებით უყურებდა... ისმენდა მის ლაპარაკს და მის და უნებლიედ ნელ-ნელა ეღიმებოდა. სამყაროს შორდებოდა და მხოლოდ მას ხედავდა, უსმენდა, მასზე ფიქრობდა. როდესაც ემილიმ ლაპარაკი დაამთავრა და ავრორაც გონს მოეგო ფაქტი აღნიშნა
-ჰაჰ! ორივეს ტკბილი გყვარებითა თუმცა ორივე უჟმურები ხართ!
ორივემ ისეთი სახით გახედა ავრორას, რომ მაშინვე ინანა მისი ნათქვამი.
-ავრორა, წადი რამე ტკბილი იყიდე და მოიტანე.
-ახლა დეიდა?
-ხო აბა როდის?
ავრორამ ამოიხვნეშა და ბუტბუტით გავიდა სამზარეულოდან-რომ გეთქვა, რო მოდიოდი ტკბილეულს ვიყიდდი ახლა უნდა ვირბინო რაა
-მოკეტე და სწარაფად წადი. და საერთოდაც დაგირეკე, მაგრამ შენ ხომ სკლეროზი გაქვს!
-რა?-გაიკვირვა ავრორამ და საძინებლიდან გამოვარდა-მოიცა როდის?
-როდის და რამდენიმე დღის უკან ერთი ხუთჯერ რო გამითიშე
-ჰა? როდის-ავრორა კიდევ უფრო დაიბნა, მაგრამ მალევე მოეგო გონს. გაახსენდა როდის მოხდა ეგ.
-მოიცა გახსოვს მაშინ სახლში რო ვბრუნდებოდით და ტელეფონი რო გათიშე რამდენჯერმე. ეგ ხო არაა?
-კი, კი. სწორი ხარ ემილი-ავრორას ჩაეცინა და ისევ საძინებელში დაბრუნდა
ქალმა ჩაიცინა და ემილის გახედა
-ხო ვთქვი სკლეროზი აქვს თქო. კარგი, აბა მომიყევი შენზე
ემილი დაიბნა, ვერ მიხვდა რა ეთქვა
-კერძოდ რისი გაგება გსურთ?
-წავედიიი-შუა საუბარში ავრორა ჩაეჭრა ყვირილით და სახლიდან გავიდა.
-ჩემი დისშვილი მოგწონს?
ემილი შეკრთა, საშინლად ანერვიულდა. სახეზე ვარდისფერი გახდა. ამაზე ქალმა გაიცინა და დააწყნარა
-დაწყნარდი, უბრალოდ გკითხე.
ემილიმ ღრმად ამოისუნთქა და დაბნეულობისგან არაფერი თქვა.
-ავრორას დიდი ხანია იცნობ?
-არა, სულ რაღაც რამდენიმე კვირაა
-განსხვავებული უნდა იყო, სულ რაღაც რამდენიმე კვირაში, რომ თავი ასე მოაწონე
-რას გულისხმობთ?
-შენი აზრით? ვინ უყურებს გაბრწყინებული თვალებით ერთი მეორეს? თუნდაც ნერვიულობდეს? ვინ იღიმის როცა ისმენს ვიღაცის ნაამბობს? ისე, რომ ვერც ამჩნევს?....
დედამისს ჰგავს. თავიდან ის მეგობრად გამაცნო მაგრამ მას ისეთი თვალებით უყურებდა ყველა მიხვდებოდა, რომ მასზე სიგიჟემდე იყო შეყვარებული.
-დედამისის და მისი შეყვარებულის სურათი ვნახე, ძალიან საყვარლები არიან
-რა? ავრორას მათი სურათი გაჩვენა
-ხო რაღაც მსგავსი
-იცი, თავიდან გამიჭირდა ჩემი დის მიღება. თავიდან ვბრაზობდი, არ მესმოდა, ცოდვა მეგონა, ვთვლიდი, რომ ბინძური იყო... მაგრამ ზურგს ვერ ვაქცევდი მას ვინც ყველაზე მეტად მიყვარდა. ნელ-ნელა გავაანალიზე, რომ ვცდებოდი. ჩემი და მაგ დროს ბიჭთან იყო ურთიერთობაში
-მეგონა დედამისი ლესბოსელი იყო-გააწყვეტინა გაკვირვებით ემილიმ
-იყო კიდევაც. მაგრამ ამის შესახებ არ იცოდა იქამდე სანამ მას არ შეხვდა. ემილი შენ რომ ისინი გენახა... რომ გენახა, როგორი ბედნიერიები იყვნენ, როგორი ხალისიანები... როგორი ვნებიანები, როგორი თვალებით უყურებდნენ ერთმანეთს. ვერ დავთვლი იმდენჯერ მინატრია, რომ მათთნაირი სიყვარული მქონოდა... ავრორა ჩემი დის და იმ ბიჭის შვილია. დაშორებიდან რამდენიმე კვირაში გაიგო ჩემმა დამ, რომ ორსულად იყო. მას მოშორება უნდოდა თუმცა მან შეაჩერა. უთხრა, რომ ეს მათი შანსი იყო ჰყოლოდათ შვილი. იცი? იდეალური გადაწყვეტილება იყო, ბავშვის დატოვება. მასთან ერთად მშვენიერი 12 წელი გაატარენ....-ქალმა ნაღვლიანად დახედა ხელებს
-12 წელი?..
-ჰო, 12 წელი... 9 წლის წინ, როცა ავრორა 12 წლის იყო ავარიაში მოჰყვნენ. სამწუხაროთ ორივე დაიღუპა. 12 წლიდან მე ვზრდი ავრორას
-ალბათ თქვენთვის მძიმე უნდა იყოს.
-ჰმ. ასეა. საკმარისია, ახლა შენზე მომიყევი
-მკითხეთ და გიპასუხებთ
-შენს ოჯახზე მომიყევი
ემილი გაშეშდდა, მის ოჯახზე? ის არასდროს ლაპარაკობს ამაზე. მისთვის ძნელია წარსულზე ლაპარაკი, მოუყვეს ადამიანებს რეალურად ვინც არის, მოუყვეს რაც გამოიარა...
-მე.... არ მსურს ამაზე ლაპარაკი.
-გასაგებია.-ქალმა მიხვდა, რომ ეს ის თემა იყო რაც მას სტკენდა, ამიტომაც სხვა რამეზე გადაიტანა საუბარი.-მაშინ იმაზე მომიყევი რას საქმიანობ
-მე მაღაზიაში ვმუშაობ...
-მხოლოდ ეს?
-ჰო...
-რამე ჰობი არ გაქვს?
-უამრავი ჰობი მაქვს, ცეკვა, სიმღერა, ფოტოგრაფია, ევას წვალება, წერა...
-ევას წვალება?
-დიახ, ევა ჩემი კატაა
-კატა? ღმერთო ვერ ვიტან კატებს
-რა? რატომ?-თითქოს ემილის ეწყინა
-რადგანაც ისინი რაღაცნაირად მაშინებენ
-რაა? როგორ უნდა გეშინოდეთ მათი? ისინი ისეთი საყვარლები არიან-ემილიმ ისეთი მწუხარებით თქვა ქალს მოუნდა მისი სიტყვები უკან წაეღო
-დავბრუნდიი-სამზარეულოში ყვირილით შემოვარდა ავრორა.
-რა მალე დაბრუნდი-გაიკვირვა ქალმა
-გამიმართლა და ახლო მაღაზია ღია იყო
-კარგია, მიდი ჩაი გაგვიდუღე მე და ემილის
ემილიმ სწრაფად გააქნია თავი და ქალს ნაზად უთხრა, რომ წასასვლელი იყო
-ვწუხვარ, მაგრამ ჩემი წასვლის დროა, ევას უნდა ვაჭამო და თან სამსახურისთვის მოვწესრიგდე
-ვერ მოიცდი?
ემილიმ დამწუხრებულად გააქნია თავი, რითაც მიახვედრა, რომ აზრი არ ჰქონდა
-მაშ, რას ვიზამთ. სასიამოვნო იყო ემილი შენი გაცნობა
-ჩემთვისაც.-ღიმილით უთხრა ემილიმ. ავრორას გახედა და სამზარეულოდან გავიდა.

heaven (დასრულებული)Where stories live. Discover now