7

360 23 6
                                    

მთელი ყურადღება იმაზე გადავიტანე თუ როგორ ვერ შევნიშნე წვიმა და პირდაპირი გაგებით "გამოშტერებული" სახით გავჰყურებდი ფანჯრის მიღმა არსებულ წვიმას. ამ მდგომარეობიდან მხარზე ხელის შეხებამ გამომიყვანა, რაც საბოლოო ჯამში უფრო უარესი აღმოჩნდა.
-ემილი?
ხმა ვერ ამოვიღე, არ ველოდი მის აქ გამოჩენას.
საუბარი გააგრძელა ან დაიწყო
-გამოდის შენ ხარ ჩემი ახალი მეწყვილე-გაოგნებულმა ავრორამ მითხრა, თუმცა არც მისი გვერდულად ჩაღიმება გამომპარვია.
-როგორც ჩანს მე ვარ-ორ წამიანი დუმილის შემდეგ, როგორღაც ამოვღერღე.
-ამ ქალაქში ცხოვრობ?
შევატყვე როგორ გაეცინა ამ კითხვაზე, თუმცა ღიმილის დასაფარად მალევე მიაყოლა პასუხიც
-არა! სხვა ქალაქიდან ჩამოვდივარ!-ვითომ სერიოზული სახით მითხრა
-შეგეძლო ნორმალურად გეპასუხა-შევუბღვირე, თუმცა არც მას დაუკლია და საპასუხოდ "დაგესვა მერე აზრიანი კითხვაო" მომაძახა.

ჩვენი მოკლე დიალოგის შემდეგ დიდი ხნის დუმილი ჩამოწვა. მართალია მეგონა, რომ, რომელიმე დავარღვევდით ამ მოსაწყენ დუმილს, მაგრამ ეს როლი არც მე და არც მას ერგო წილად.
მაღაზიაში საშუალო ტანის ბიჭი შემოვიდა, მწვანე მოსაცმელი და ყვითელი მაისური ეცვა. სტილს არ უჩიოდა. შარვალი და ფეხსაცმელიც კარგად და შეიძლება ითქვას იდეალურადაც ჰქონდა შეხამებული მაისურსა და მოსაცმელს.
თან თმაც კარგად ჰქონდა. დიდი ხანი არ უზოზინია მალევე აიღო სასურველი პროდუქტი და სალაროსთან მოვიდა. ავრორამ პროდუქტი გაუტარა, ბიჭმა მადლობა გადაუხადა და წავიდა.
ისევ დუმილი ჩამოწვა. თუმცა ამჯერად ისევ ვიღაც ბიჭს არ დაურღვევია, ეს ავრორა იყო.
-არ მიპასუხე....-ისე მითხრა, რომ ჩემთვის არც კი შემოუხედავს.
ვერ მივხვდი რაზე ამბობდა ამიტომ გაკვირვებულმა ვკითხე
-რას გულისხმობ?
-მესიჯს...-არვიცი მომეჩვენა თუ არა, მაგრამ თითქოს სევდიანი ხმით თქვა
-მაინც ვერ ვხვდები რას გულისხმობ
-გასაგებია-მკვახედ მითხრა და ყურადღება ტელეფონზე გადაიტანა.

heaven (დასრულებული)Where stories live. Discover now