42 -მაზოხისტი არა, დედააფეთქებული თვითმკვლელი ხარ

En başından başla
                                    

ახლა ის აზრი, რომ ჩემს ბინაში საკმაოდ ბევრი უცნობია, წარმოუდგენლად მეჩვენა. ადრე ყოვლეთვის ვაწყობდით მსგავს წვეულებებს, ახლა კი ჩვეულ სიამოვნებას ვეღარ ვიღებ.

სანამ ამერიკაში ვცხოვრობდი, სწავლას მინიმალურ ძალისხმევას ვუთმობდი. მაშინ ნაკლებად მაინტერესებდა ვინმე. გაცილებით საინტერესო იყო იმ ადამიანებთან ურთიერთობის გაბმა, ვისაც პირველად ვხედავდი, მათთან ერთად რომელიმე კლუბში წასვლა, დილით კი გახსენება, რას ვაკეთებდი წინა ღამით, ჩემ გვერდით რატომ იმყოფება ეს გოგონა. ვერ ვიტყვი, რომ ბევრი რამე შეიცვალა მაშინვე, როცა სამშობლოში დავბრუნდი. მაგრამ ახლა რთულად წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება მათ შორის, ვინც მისაღებში გონების დაკარგვამდე ჩაძირულა ცეკვაში, თან სასმელსაც რომ იყუდებენ. კიდევ უფრო რთულია იმის წარმოდგენა, როგორი შეიძლებოდა ყოფილილყო ჩემი ცხოვრება იმ ადამიანის გარეშე, რომელიც ახლა წითლდება და ფეხს აცახცახებს ჩემგან ერთი კედლის მოშორებით, ცდილობს, ალბათ, ბექიონს დაურეკოს, და თან ფიქრობს, რომ უკვე დიდი ხნის წინ წავედი და არც კი ეჭვობს, რომ კართან ვდგავარ და ველოდები, როდის გამოვა.

ჩანიოლმა შემნიშნა, რომელიც ლუჰანთან ერთად რაღაცას განიხილავდა. ბიჭი მარტო დატოვა სასმელით სავსე ბოთლთან ერთად და მაშინვე ჩემკენ გამოემართა, გზად გადმოღობილ ხალხს მკლავებით წევდა.

-შენს ქალბატონს საძინებელში მალავ? -ჩაეცინა პაკს. კედელს მიეყრდნო, კეფა მოიქექა და მის თვალიერებას მოჰყვა.

-ტუალეტში უნდა ჩამეკეტა? კარგი, შემდეგში ასე მოვიქცევი, -არხეინად ავიჩეჩე მხრები, ჩანიოლს კი გაეღიმა. -ბექიონზე ღელავს.

-ბექიონს ახალხანს დავურეკე და თქვა, რომ ნამდვილად არ მოვა.

ისე გამოვიდა, რომ სუნმის ძმა დღეს დილით გამოწერეს საავადმყოფოდან. გოგონას, როგორც ჩანს, ეს დაავიწყდა, იმიტომ, რომ დღისით დაპანიკებულმა დამირეკა, მიყვებოდა, ბექი უკვე სახლშიაო. ვიცოდი, რომ არ უნდოდა მისთვის ჩვენს შესახებ თქმა. ერთი მხრივ, ვითვალისწინებდი მის მოსაზრებას, რომ სჯობს, ბექიონმა არ იცოდეს. მაგრამ მეორე მხრივ, საკუთარ თავს ძალიან კარგად ვიცნობდი, ამიტომ დარწმუნებული ვიყავი, ნებისმიერ შემთხვევაში შევძლებდი ჩემი შეყვარებულისა და საკუთარი თავის დაცვას.

პიცის ნაჭერიHikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin