41 -ყოველთვის მინდოდა ბექის ტანსაცმლის ტარება

Start from the beginning
                                    

მიმღები: კლასელი
როგორ ხარ?

მისასალმებლად უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე. მაგრამ უკვე რამდენიმე წუთში ვინანე: პასუხი არ მიმიღია. უკმაყოფილოდ მოვკუმე ტუჩები, მობილურის ეკრანს დავაჩერდი. სიჩუმე. ხელი ისევ გამექცა რამის დასაწერად:

მიმღები: კლასელი
რას აკეთებ?

პასუხი ისევ არ არის.

მიმღები: კლასელი
დაკავებული ხარ?

მიმღები: კლასელი
თუ სპეციალურად მაიგნორებ?

მიმღები: კლასელი
იქნებ რამე დამემართა?

მიმღები: კლასელი
ეი!

საბოლოოდ, ჯონგინის ნომერზე ათობით შეტყობინება დავტოვე, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. უკმაყოფილოდ დავყურებდი ხან ყავის ცარიელ ჭიქას, ხან - ტელეფონს. არ მინდოდა მომაბეზრებელი გამოვჩენილიყავი, მაგრამ თავს სიე მარტოსულად ვგრძნობდი...ვფიქრობ, ძალიან მეწყინებოდა, არა, ნამდვილად მეწყინებოდა, ჯონგინი უბრალოდ რომელიმე კლუბში რომ ყოფილიყო ან წვეულებაზე მეგობრებთან ერთად. მე ხომ ვიცოდი, ჩვენს ურთიერთობამდე ღამის ცხოვრებით რომ ცხოვრობდა, მაგრამ არ ვიცოდი, შეწყვიტა თუ არა.

ამ ფიქრებით, განწირულად წავედი შხაპის მისაღებად. მაინც არავინ მიპასუხა, გვიანი იყო, ამიტომ, გადავწყვიტე, მებანავა და და დასაძინებლდ მოვმზადებულიყავი. ცივი წყლის ქვეშ დიდ ხანს დგომით მოვდუნდი, და საერთოდ გადამავიწყდა კიდეც შეტყობინებები, ტელეფონი სამზარეულში მივაგდე. არ მწერს, ესე იგი, დაკავებულია, ლოგიკურია?

უკვე მზად ვიყავი, დავწოლილიყავი. თმა კუდად რომ შევიკარი, უზარმაზარი მაისური გადმოვიცვი, მთელ სახლში შუქიც გამოვრთე და მხოლოდ ჩემი სანათი დავტოვე საძინებელში. მუსიკის მოსმენა ან წაკითხვა მინდოდა, თუმცა შხაპის შემდეგ კიდევ უფრო მომერია ძილი. იმაზე ფიქრით, რომ ხვალ ჰიოკიონისთვის დარეკვა არ იქნებოდა ურიგო, თითქმის გავითიშე. ხოლო როცა თვალები ერთმანეთზე დამეწება, მთელ ბინაში უსიამოვნო ხმა გაისმა. შევხტი კიდეც, მოწყვეტით წამოვიწიე იდაყვებზე და თავიდან საერთოდ ვერ მივხვდი, რა მოხდა. ვიღაცამ ზარი დარეკა, რამაც საწოლიდან წამოვარდნა და თვალების დაჭყეტა მაიძულა. გავიზმორე. ალბათ დედას ისევ რამე დარჩა სახლში - ასე ხშირად ხდებოდა. ამიტომ, ნელა წავბარბაცდი კარისკენ, მაგრამ, როგორც ჩანს, მშობელი კარგ ხასიათზე არ იყო. ვინაიდან, უკვე რომ მივუხლოვდი, კარის სახელურის ჯაჯგური დაიწყო. მოვიღუშე, ნელა გამოვაღე კარი, შუქი ავანთე და თვალები მოვისრისე.

პიცის ნაჭერიWhere stories live. Discover now