39 -შენი ყოფილი თუა, დარწმუნებული ვარ, არ მსურს მისი გაცნობა

Start from the beginning
                                    

-ზედმეტი მომივიდა, მაგრამ მეტჯერ აღარ ვიზამ ასე, -მხრები აიჩეჩა ბექმა. -სკოლაში რა არის ახალი?

-არასწორ ადამიანს ეკითხები მაგას, -ჩამეცინა, მხრებზე თეთრი ხალათი შევისწორე. -სჯობს, ჩანიოლისგან გაიგო, აშკარად ჩემზე მეტი ეცოდინება, -ძმამ გამიღიმა და შემომხედა. -ჰო მართლა, დედამ მადლობის გადახდა დამაბარა იმისათვის, რომ შენთან ერთად ატარებს მთელ თავის დროს. სხვათაშორის, ამბობს, რომ კარგი მეგობარი გყავს.

-ყოველთვის ასე თვლიდა, როცა საქმე პაკს ეხებოდა, -დაამოწმა ბექმა. -მაგრამ მაინც ის უფრო მაინტერესებს, შენ როგორ ცხოვრობ. ხომ არავინ გაწვალებს?

უკვე ვიცოდი, ვისზე მიმანიშნებდა ბექიონი, მაგრამ მაინც შევცბი, ამიტომ, ახლა იმედი მქონდა, რომ ასეთი დეტალი არ დაუჭერია.

-შენი მეგობრები თავს არ მაბეზრებენ, -გამოკვეთილად გამოვთქვი და გაღიმება ვცადე. -ყველაფერი სწორედ ისეა, როცა ჩემი არსებობის შესახებ არაფერი იცოდნენ, -ვიტყუები და უდავოდ საშინლად ვწითლდები.

-მართლა? -წარბი ასწია ძმამ.

-რა თქმა უნდა.

ნერწყვი ჩავყლაპე. რა თქმა უნდა. მისი მეგობრები თავს საერთოდ არ მაწყენენ. უბრალოდ, გუშინ ჯონგინმა დამშვიდობებისას ტკბილად მაკოცა კისერზე, სეჰუნი ყოველ დღე მესალმება და სახელით მომმართავს, ხოლო რამდენიმე დღის წინ ჩანიოლმა ყავა მიყიდა, სანამ ჯონგინს ველოდებოდით, რომელიც დირექტორთან მორიგი გასაუბრებიდან წუთი წუთზე უნდა დაბრუნებულიყო.

ვშიშობ, ბექიონი ვერც კი ხვდება, რამდენად ტრიალებს ჩემი ცხოვრება მისი მეგობრების გარშემო.

-მიხარია, თუ ერთ მთავარ რამეს მიხვდი, -იდუმლად წარმოთქვა ძმამ. მისი ღია ფერის თმა აიბურდა, მაგრამ ბექი ამას ყურადღებას სულ არ აქცევდა.

-შენი მეგობრები - არ არიან ის ადამიანები, რომლებთანაც ურთიერთობა უნდა გავაბა, -ნელა გამოვთქვი.

პიცის ნაჭერიWhere stories live. Discover now