35 -ვფიქრობ, ეს სავარძლები ფიცრებისგანაა

Zacznij od początku
                                    

-სად არიან შენი მეგობრები? -ვიკითხე, კაფეტერიას რომ შემოვავლე თვალი. თითქმის ყველა მოსწავლეს კუთვნილი ადგილი დაეკავებინა, მაგრამ მე ვერავის ვხედავდი, ვერც ჩემს ძმას, ვერც იმავე -სეჰუნს.

-ხვრინავენ, -მხრები აიჩეჩა კიმმა. -რომ გამოვდიოდი ოთახიდან, კიონსუ მხოლოდ მაშინ ახელდა თვალებს.

-ოთახში მასთან ერთად დაბინავდი?                

ჯონგინი საჭმელს მოსწყდა და ყურადღებით შემომხედა, მერე მოიჭუტა.

-ო, შენ ხომ ყველაფერი არ იცი, -წარმოთქვა ბიჭმა, მე კი წარბი ავწიე. -იცი, კიდევ ვისთან ერთად ვცხოვრობ? შენს ძმასთან ერთად. გუშინ ერთმანეთი ლამის შემოგვეჭამა.

ნელა დავმალე თვალები ხელისგულით. ბებიაჩემი ყოველთვის ამბობდა, რომ თუ რაღაცას უწერია ასრულება, ეს აუცილებლად მოხდება, და არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ეცდები ასეთი მომენტის გადადებას. მგონი, აქ სწორედ ეგ სისტემაა: არ მინდა, ბექიონმა იცოდეს, რომ ჩვენ...საკმაოდ ახლოს ვართ. ზედმეტად. მაგრამ მუდმივად მავიწყდება, რომ, მინიმუმ, ორივე ერთმანეთთან ხშირად ტრიალებს. ადრე თუ გვიან ძალიან სერიოზული პრობლემები შეიქმნება. თითქოს ჯინაზე მოუვიდა ორივეს ერთმანეთთან ჩხუბი...

კიმი, როგორც ჩანს, მალე დანაყრდა, სანამ მე ნელა ვიქექებოდი ჩხირებით ბრინჯში და აღებული საუზმის ნახევარიც არ შემეჭამა. ჩემი ძმისა და ჯონგინის დაძაბულ ურთიერთობაზე ჩავფიქრდი, ამიტომ, ვერც კი შევამჩნიე, როგორ გამიშტერდა მზერა კიმის ხელზე. თუ ერთი ხელით რძის კოკლოფი ეჭირა, მარჯვენა ხელის თითები ჩემი მარცხენა ხელისგან სულ რაღაც ორი სანტიმეტრის მოშორებით ედო. წამით ბიჭსაც ავხედე, და რომ დავრწმუნდი, არ მიყურებდა, ისევ დავხარე მზერა. ჯონგინის კანი ჩემზე ბევრად მუქი იყო, თითები კი გრძელი. საყვარლობაა -როცა ადამიანები ერთმანეთს ხელს ჰკიდებენ, და ბიჭის ხელისგული უფრო მასიურია. საინტერესოა, ასეთ მომენტებში გოგონა როგორ გრძნობს თავს, როცა იაზრებს, რაც ხდება? საკუთარი თავი იმ აზრებზე დავიჭირე, რომ ამით ზედმეტად დაინტერესებული ვარ. ყელიც კი ამომიშრა.

პიცის ნაჭერიOpowieści tętniące życiem. Odkryj je teraz