33 - სკოლაში რატომ არ ხარ?

Depuis le début
                                    

-სუნმი-ა, ფორმა რატომ არ გაცვია? -ბექიონმა უეცრად შემომიღო აბაზანის კარი და გაკვირვებულმა შემომხედა.

ნიჟარას ვეყრდნობოდი, ჯერ კიდევ სახლის ტანსაცმელში გამოწყობილი. უსიცოცხლოდ გადავაგორე თვალები ძმისკენ, ყოყმანით გადავხედე და დამძიმებული ქუთუთოები ძლივს ავზიდე.

რა მოხდება, კოცნის შესახებ რომ გაიგებს? ან რა გველის, მე და ჯონგინი მხოლოდ ამას რომ არ დავჯერდეთ? იქნებ, მეტად დავახლოვდეთ, ვიდრე მხოლოდ კლასელები? ნუთუ ეს მინდოდა?

-რა მოხდა? -ბექიონი მაშინვე მომიახლოვდა და თვალი თვალში გამიყარა. მისი თბილი მტევანი ჩემს ზურგზე მოთავსდა. -თავს ცუდად გრძნობ? -ანერივულებულად ჩამეკითხა ძმა. -სულ აწითლებული ხარ და უცნაურად გამოიყურები.

სიმართლე რომ ვთქვა, გონებაში უკვე პატარა გეგმას ვაწყობდი. იმას ვგულისხმობ, რომ კლასელის კოცნა - არ არის მიზეზი სკოლის გასაცდენად, მაგრამ დღეს წასვლა არ მინდოდა. არა იმიტომ, რომ ჯონგინის ნახვის მეშინოდა, არამედ, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ მჭირდებოდა სხვისი რჩევა.

-თავს კარგად არ ვგრძნობ, -ტუჩზე ვიკბინე და ძმას გავხედე. -ოპპა, აბებს დავლევ და ცოტას დავიძინებ. მგონი, მოვიწამლე, -ხმა ოდნავ ჩამიწყდა იმის გამო, რომ გულუბრყვილო ბექიონს პირში ვეუბნები ტყუილს. ოდესმე იფიქრებდა, რომ სკოლის გაცდენას უმიზეზოდ მოვინდომებდი?

-რა თქმა უნდა! -მაშინვე დამიქნია თავი. -ახლავე მოგიტან ყველაფერს, შენ მანამდე წამოწექი. დღეს შენთან დავრჩები და სკოლაში არც მე წავალ, -გამომიცხადა ბექმა.

-არა! -ზედმეტად ხმამაღლა წამოვიყვირე, რითიც ბიჭის გაკვირვება გამოვიწვიე, ამიტომ ჩახველება მომიწია. -უნდა წახვიდე. უარესად თუ გავხდები, აუცილებლად დაგირეკავ, ხოლო უკეთ თუ ვიგრძნობ თავს, მოგვიანებით მეც მოვალ. ბექიონ, არ ღირს მორიგი გაცდენა. არც ერთს გვინდა, დედა ისევ დაიბარონ სკოლაში.

პიცის ნაჭერიOù les histoires vivent. Découvrez maintenant