21 - მე ვარ მოსაწყენი?

Start from the beginning
                                    

და მერე რა, რომ კლასელი მოსართავების მოსატანად დაახლოებით ოცი წუთის წინ წავიდა, დარწმუნებული ვიყავი, დაბრუნდებოდა.

სხვათაშორის, ჩემი გადმოსახედიდან, დარბაზი უკვე მზად იყო დღესასწაულისთვის, და ის რაღაც განსაკუთრებული ფარდები სულაც არ იყო საჭირო.

დარბაზის კედლები ატმისფრად შეეღებათ, ჩვენამდე მოსწავლეებს კი თითქმის ყველა მასიური ქაღალდის განათებული გირლიანდების ჩამოკიდვა მოესწროთ, გარშემო სკოლის ფოტოებიც შევნიშნე. დიდი რაოდენობის ლენტებისგან, ჭერს ძლივს დაინახავდი. ოთახი საკმაოდ ნათელი იყო, თუმცა მასწავლებელბს თუ უფრო მეტი სურდათ, მე და ჯონგინს მოგვიწევდა ამის გაკეთება.

წარმოდგენაც კი დავიწყე, ზუსტად სად შეგვიძლია დავკიდოთ მე და ჩემმა კლასელმა ბუშტები, მაგრამ მზერა უნებლიედ ტელეფონის ეკრანზე შემიჩერდა. ვცდილობდი, მეფიქრა, რომ მომეჩვენა, და ჯონგინი მოსართავებისთვის მხოლოდ ოცი წუთის წინ წავიდა, თუმცა საათი და შინაგანი შეგრძნებები ამას ეწინააღმდეგებოდა.

უკვე საკმაოდ დიდი ხნის წასულია.

დარბაზს რამდენიმე წრე დავარტყი, ყველა მოსართავი შევასწორე, რომელსაც თავისი ადგილიდან მოყანყალება მოესწრო ჩემი აქ ყოფნისას. მერე ჩანთიდან ყველაფერი გადმოვყარე, ზედმეტი ფურცლებისგან გასაწმენდად, რომლებიც ყოველთვის უხვად მეყარა ხოლმე უმიზეზოდ. ეს თეთრი ზურგჩანთა ბექიონმა მაჩუქა ჩემს პირველ დაბადების დღეზე, რომელიც მასთან და დედასთან ერთად გავატარე. სეულიდან ახალი დაბრუნებული რომ ვიყავი, არ მეგონა, დედას ასე თუ უჭირდა, ამიტომ მაშინვე მივანიშნე ამ ჩანთაზე. დროთა განმავლობაში მივხვდი, ზედმეტად ნაგლურად მოვიქეცი, იმ მომენტში მხოლოდ საკუთარ ახირებაზე რომ ვფიქრობდი. მაგრამ როცა ჩემს დაბადების დღეზესრულიად უხასიათოდ გავიღვიძე და ეს რიუგზაკი დავინახე, რომელიც ბექიონს ჩემთვის ეყიდა, ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. იმ დღეს ვთქვი კიდეც, ამ ნივთზე სხვაზე არასდროს გავცვლიდი, ბექიონს კი ამის მოსმენა ძალიან გაუხარდა.

პიცის ნაჭერიWhere stories live. Discover now