《♡ THIRTY SEVEN ♡》

Start from the beginning
                                    

"ბრიტანული გემო აქვს!" შესძახა თეჰიონმა და საპასუხოდ ნამჯუნის ოხვრა მიიღო.

"ბრიტანეთში ვართ, სხვას რას მოელი?" თქვა ნამჯუნმა და თეჰიონს თმა აუჩეჩა.

"ნეტავ Lamb skewers-ი ლონდონში იყიდება?" თქვა ჯონგუკმა და თვალებ გაფართოებულმა რესტორანი მოათვალიერა.

იუნგიმ დონსენის კითხვაზე უარის ნიშნად თავი გააქნია.

რადგან დონსენზე ჩამოვარდა საუბარი უნდა გითხრათ, რომ მისი საყვარელი დონსენი გვერდს უმშვენებს და საჭმელს გემრიელად მიირთმევს.

იუნგიმ ჯიმინს გახედა, რომელიც ჩიფსის სოუსში ჩაწობით დაკავებული იყო.

უმცროსის ბარძაყს ხელი მოუჭირა.

ჯიმინი იუნგის მოქმედებამ გააოცა და გაუაზრებლად ჩიფსი ისროლა, რომლის საბოლოო დანიშნულება ჰოსოკის სახე აღმოჩნდა.

"რა ჯანდაბაა ჯიმინ? ჩიფსების სროლა იუნმინისგან რით დავიმსახურე?" დაიჩივლა ჰოსოკმა.

"ბოდიში ჰიონ..." უთხრა მორიდებულად და იუნგის ხელს უჩქმიტა რომელიც ჯერ კიდევ მის ბარძაყზე იდო.

"რა გავაკეთე?" იუნგიმ უცოდველი ღიმილით მიუგო.

ჯიმინმა ჰიონს შეხედა. "შენ- აიშ... მეზიზღები!"

იუნგიმ ჩაიცინა და უმცროსის ბარძაყს უფრო ძლიერად მოუჭირა, რაზეც მომაკვდინებელი მზერა მიიღო.

უფროსმა ბოროტული ღიმილის დასამალად ფორთოხლის წვენი მოსვა.

ბიჭებმა ახალი ამბავი ჯერ არ იცოდნენ. რა თქმა უნდა არ მალავდნენ, მაგრამ იფიქრეს რომ ამის სათქმელად ცუდი დრო იყო. ჯიმინს ერჩივნა სიმართლე კორეაში ეთქვათ.

"ჰიონ! შე-შეწყვიტე ამის კეთება!" უსაყვედურა, როცა ხელი მესამედ მოუჭირა.

"რა?" თქვა დაბალი ხმით. "ახლა ჩემი ხარ. რასაც ვისურვებ იმას გაგიკეთებ" უფროსმა ღიმილით თქვა.

ჯიმინმა თავში წამოარტყა. "ვერ ვიჯერებ"

იუნგიმ გაიცინა და თვალი ჩაუკრა, ცდილობდა კოცნის სურვილი ჩაეხშო.

Hashtag Yoonmin Is Real (GEO Trans) Where stories live. Discover now