《 TWENTY EIGHT 》》

Magsimula sa umpisa
                                    

იუნგიმ თავი დაუქნია და საკუთარ ოთახში შევიდა.

რამდენიმე წუთში თეთრი მაისურით და დახეული ჯინსებით გამოჩნდა.

ჯიმინი იუნგის უყურებდა, რომელმაც ლურჯი მოსაცმელი კარადიდან ჩამოხნა.

ჯიმინის მოსაცმელი.

ოჰ, ჰიონი გარეთ გადის?

"ჰ-ჰიონ!" ხმამაღლა დაიძახა ჯიმინმა და იუნგისკენ გაიქცა. "სად მიდიხარ?"

"სტუდიაში. მინდა ჩვენს ახალ სიმღერაზე ვიმუშაო"

ჯიმინმა თვალები დაახამხამა. "შენს ოფისში? მ-მაგრამ..."

იუნგი მისკენ შეტრიალდა და ხელი მოსაცმელში შეყო. "მაგრამ რა?"

აჰ, ჰიონი მიდის? მაგრამ ჯიმინთან დრო რომ არ გაუტარებია?

უმცროსმა ქვედა ტუჩს უკბინა.
"შეიძლება გამოგყვე?"

იუნგიმ წარბი ასწია და ოდნავ გაიღიმა. "რატომ გინდა-"

"გთხოვ ჰიონ! გთხოვ! გთხოვ! საქმე არაფერი მაქვს და აქ მოსაწყენია"

ამის გაგონებაზე თეჰიონმა, ჰოსოკმა და ჯონგუკმა წამოიყვირეს.

"ეიი!"

"იმიტომ, რომ არ თამაშობ" თქვა ჰოსოკმა.

ჯიმინმა ენა გამოუყო. "მაინც ვაგებ და შენ ამის გამო სულ დამცინი" თქვა და იუნგის მარჯვენა ხელზე ჩამოეკიდა მის გარეშე, რომ არ წასულიყო.

"მიდი გამოიცვალე, აქ დაგელოდები" უთხრა იუნგიმ.

**********

"ჰიონ სად მივდივართ? ეს ბიგ ჰიტის გზა არაა ხომ?" იკითხა ჯიმინმა და იუნგისთან მიჩოჩდა. მანქანაში გვერდი გვერდ ისხდნენ.

იუნგიმ ამოიოხრა, არაკომფორტულად გამოიყურებოდა. ძალიან ახლოს იყვნენ, მხარი მხარს ეხებოდა, ფეხი კი ფეხს.

"მძღოლს ვუთხარი ჯერ შენს საყვარელ რესტორანში მივეყვანეთ. საჭმელი უნდა ვიყიდოთ. ვიცი, რომ სადილი ჯერ კიდევ არ გიჭამია"

Hashtag Yoonmin Is Real (GEO Trans) Tahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon