《《 TWENTY TWO》》

Start from the beginning
                                    

თეჰიონი დაფიქრდა. "არ მახსოვს მისთვის რაიმეს დაბრუნება, რომ-" ბიჭს სახე გაუნათდა. "ოუ მოიცადე, ანუ ეს მან მაჩუქა. ჩემი გუკი"

ჯიმინმა გაიცინა.

"მაგრამ არ მესმის, საჩუქარი რატომ მაჩუქა?"

ჯიმინმა თვალები გადაატრიალა. "რომ თხოვო სამყაროსაც გაჩუქებს თე"

"რა? მაგას როგორ გააკეთებს?"

"აიშ, უბრალოდ გახსენი ყუთი და ნახე რა არის"

თეჰიონმა ისევ ყუთს დახედა. გაიღიმა და ისევ კარადაში დააბრუნა.

"მოგვიანებით, მოგვიანენით გავხსნი. ჯერ გუკის მადლობას გადავუხდი" თქვა და ოთახიდან გაიქცა.

**********

"როგორც იქნა" იუნგიმ ბედნიერად წამოთქვა და საყვარელ საწოლში ჩაწვა.

მას ბევრი საქმე არ ქონია, მაგრამ მაინც გადაირალა. ხო ხვდებით, ის იუნგია. იუნგი კი სულ დაღლილს ნიშნავს.

ბიჭმა ამოიოხრა, ბალიშს ჩაეხუტა და სიზმარ-

უცებ კარი გაიღო და ხმაურიანად დაიკეტა.

"ეი! ვინაა?" იუნგიმ თვალები გაახილა და დაუპატიჟებელ სტუმარს შეხედა.

"შშშ ჰიონ!" უთხრა ჯონგუკმა.

"აქ რა ჯანდაბას აკეთებ?"

ჯონგუკი დაიმალა. "თეს ვემალები. იცის რომ მე ვიყავი! იცის ჰიონ! საერთოდ როგორ გაიგო? მიღიმის და მადლობებს მიხდის და... ჰიონ! თავი როგორ შევიკავო, რომ არ შევახტე? ის ძალიან..." ჯონგუკი საცოდავს გავდა. "ძალიან საყვარელია"

"გაანალიზე, რომ რაც თქვი ვერაფერს ვერ მივხვდი. არც მაინტერესებს, უბრალოდ არ იხამაურო"

"კარგი, პრობლემა არაა. ჯინ ჰიონი სადაა?" თქვა ჯონგუკმა და ჯინის ცარიელ საწოლზე ჩამოჯდა.

"სამზარეულოში რაღაცას ამზადებს.
ფიქრობს რომ ბევრი არ გვიჭამია რადგან ბრინჯი გამოგველია, ამიტომ მეორე ვახშამი თუ რაღაც მსგავსი გვაქვს" უპასუხა იუნგიმ.

Hashtag Yoonmin Is Real (GEO Trans) Where stories live. Discover now