《《 SEVENTEEN 》》

Start from the beginning
                                    

ოცნებობა შეწყვიტე ნამჯუნ. ეს შესანიშმავი კაცი მაინც ვერ შეგამჩნევს.

"სხვათაშორის ნამჯუნ, ცოტახნის წინ რა მოხდა? შევამჩნიე რომ ფანების გარკვეული ნაწილი ჯიმინს ეხვია თავს"

"ხო ეგ. თავიდან ჩვეულებრივ კითხვებს უსვამდნენ, შემდეგ კი ჰკითხეს ისევ ვაჟიშვილი იყო თუ არა. გჯერა? ჯიმინი მთელი დროის განმავლობაში წითელი იყო. ვიფიქრე, რომ რამე უნდა გამეკეთებინა"

ჯინმა თავი ღიმილით დაუქნია.
"გასაგებია. დამცველი ლიდერი ხარ არა?"

"საჭიროა ბანთანი დავიცვა. მაგრამ ვფიქრობ, რომ ლიდერი რომც არ ვიყო იგივეს გავაკეთებდი" თქვა ნამჯუნმა.

ჯინმა უმცროს გაუცინა. ნამჯუნს კი ეგონა, რომ ჯინის კაშკაშა ღიმილმა დააბრმავა, არ იცის ჯინს როგორ გაუმკლავდეს.

"სწორედ ამიტომ ხარ ლიდერი ჯუნი. პასუხისმგებლიანი და მზრუნველი ადამიანი ხარ" უთხრა ჯინმა. "მე ყველაზე დიდი ვარ ჯგუფში მაგრამ ზოგჯერ მგონია რომ ერთადერთი რაც მანაღვლებს საჭმელია"

ჯინის ნათქვამზე უმცროსმა ჩაიცინა. "იმიტომ, რომ მართლაც ეგრეა ჯინ"

უფროსმა ნამჯუნს შეხედა და ხელი მხარზე დაარტყა. "მე დედა ვარ ამიტომ საჭმელზე უნდა ვიზრუნო შენ კი მამა ხარ და ჩვენს პატარებზე უნდა იზრუნო. არ შემეკამათო"

ნამჯუნმა ორივე ხელი აწია. "არც გეკამათები"

ჯანდაბა. როცა ჯინი ბანთანის დედ-მამაზე საუბრობს ნამჯუნი მუცელში პეპლებს გრძნობს.

ოთახში იუნგი და ჯიმინი შევიდნენ. იუნგიმ ადგილი ნამჯუნის გვერდით დაიკავა და ტელეფონის დატენვა დაიწყო.

"ოუ ჯინ ჰიონ, აქ ყოფილხარ. მენეჯერმა გადაწყვიტა, რომ შენთვის სტეიკი მოეტანა" თქვა ჯიმინმა.

ჯინს თვალები გაუფართოვდა და სკამიდან წამოხტა.

"სად მიდიხარ?" ჰკითხა ნამჯუნმა.

Hashtag Yoonmin Is Real (GEO Trans) Where stories live. Discover now