《《 FOURTEEN 》》

Start from the beginning
                                    

იუნგიმ ჯიმინზე ნერვიულობა დაიწყო. ჯიმინის სახემ ფერი შეიცვალა და ახლა წითელი გახდა. თეჰიონი კი სიცილს განაგრძობდა.

ჯიმინი იუნგის უკან დადგა და წითელი სახე უფროსის მხრების საშუალებით დამალა.

"ვინმე ამიხსნის აქ რა ჯანდაბა ხდება?!" თქვა იუნგიმ ხმამაღლა.

იუნგიმ ჯიმინის ხმა გაიგო, რომელიც რაღაცას ამბობდა კარგდ ვერ გაიგო.

"რა?"

"გითხარი რომ თეჰიონი ლაივს იღებს Vapp-ში ჰიონ..." ამჯერად ოდნავ ხმამაღლა თქვა, საკმარისი იყო იუნგის რომ გაეგო.

იუნგიმ პირი გააღო და თვალები გაუფართოვდა.

ანუ ახლა მთელმა მსოფლიომ ნახა რა მოხდა?

"მე კი მეგონა რომ ეს ყველაფერი ჩვენს შორის უნდა დარჩენილიყო და საერთოდ თქვენ ორს რატომ გაქვთ ლაივი აქ, დებილო"

ჯიმინმა იუნგის ხელები შემოხვია და ბავშვური ხმით თქვა. "მაპატიე ჰიონ... მინდოდა სამაგიერო გადამეხადა რადგან ყოველთვის მე ვწითლდებოდი კამერების წინ. მინდოდა გამეკვირვებინე და კამერის წინ უხერხულად გეგრძნო თავი. არ მოველოდი... მართლა არ მოველოდი რომ ეს მოხდებოდა"

თქვა და თავი ისევ იუნგის მხრებში დამალა. ადამიანებს ემალებოდა ვინც ახლა ამას უყურებდა.

იუნგიმ ამოიოხრა, არ იცოდა ამ სიტუაციას როგორ გამკლავებოდა.
თეჰიონს ვერ ეტყოდა, რომ გამოერთო რადგან უხეში იქნებოდა იმის მიმართ ვინც მათ უყურებდა.

მაგრამ რაღაც უნდა გაეკეთებინა.

და სახეზე ღიმილი აიკრა. "გამარჯობა ჩვენო საყვარელო არმი"

"ხო, ამ, თქვენ ისეთი რამე ნახეთ რაც არ უნდა გენახათ... და ამ, ალბათ ხვდებით რომ ჯიმინს არ უნდოდა ასეთი რამე ეჩვენებინა თქვენთვის. რაც ახლა მოხდა ამ... ჰორმონების ბრალი იყო.
ააჰაჰა... აიშ თე, შეწყვიტე სიცილი"

"ბ-ბოდიში ჰიონ. უბრალოდ კომენტარები-"

"რაც არის არის. როგორც ვთქვი ეს ჩემი ბრალია" თქვა იუნგიმ, იგრძნო როგორ ძლიერად შემოხვია ჯიმინმა ხელები.

Hashtag Yoonmin Is Real (GEO Trans) Where stories live. Discover now