"მმჰმ..." ამოიკვნესა იუნგიმ.

"უნდა წავიდეთ, ადექი"

"აიშშ"

"აბრძანდით მისტერ მინ. ბიჭები გარეთ გველოდებიან"

იუნგიმ ისევ ამოიკვნესა. ჯიმინი ახლოს მიიზიდა. "მოდი უბრალოდ ასე დავრჩეთ... ჩემთან იყავი ჩიმჩიმ" ამოილაპარაკა მძინარე იუნგიმ.

ჯიმინი გაწითლდა. ყოფილა შემთხვევა როცა ჯიმინს იგივე დაემართა, მაგრამ ეს ისეთი არაფერია. უბრალოდ თავისი ჰიონი ძალიან უყვარს, სხვა არაფერი.

"აიშშ ჰიონ" ჯიმინმა იუნგის ცხვირზე ხელი მოუჭირა.

"რას აკე- მოიცადე, რა ჯანდაბაა?" თქვა იუნგიმ და წამოჯდა. "ჯანდაბა, უკვე ყველა წავიდა?"

ჯიმინმა თვალები გადაატრიალა. ერთი წუთით ისიც იფიქრა, რომ იუნგისთვის "კი" ეთქვა მაგრამ ხუმრობის დრო ნამდვილად არ ქონდათ.

______

იმ ინტერვიუს შემდეგ ერთი კვირა გავიდა. ჯიმინი მადლობელი იყო, რადგან ჰიონს თავისი პირობა დაავიწყდა. კონცერტები ქონდათ, ყველანი დაკავებულები იყვნენ. ვარჯიშის შემდეგ პირდაპირ დასაძინებლად მიდიოდნენ. ჭამენ, ვარჯიშობენ და იძინებენ. დამღლელი კვირა იყო, მაგრამ ჯიმინს უხაროდა კიდეც. იუნგის არ ახსოვდა ინტერვიუ რომ უნდა ენახა.

უხერხულ სიტუაციაში ჩავარდებოდა, თუ იუნგი გაიგებდა რომ მან მართლაც ის აირჩია.

და თუ გაიგებს... კოცნა...

"ეი ჯიმინ. რატომ გაწითლდი?" ჯიმინმა იუნგის ხმა გაიგო.

"ემმ... შენი საქმე არაა ჰიონ"

იუნგიმ ჯიმინს შუბლში წკლიპურტი დაარტყა. "ჩიმჩიმ, უხეში მანერები როდის ისწავლე? ასე თუ გააგრძელებ ჰიონი დაგსჯის"

უცნობი მიზეზების გამო ჯიმინი უფრო გაწითლდა. რა ჯანდაბა ემართება?

"ჯიმინ, ჩემი დამტენი სადაა?" ჯიმინი გულში მადლობას უხდიდა თეჰიონს.

Hashtag Yoonmin Is Real (GEO Trans) Where stories live. Discover now