ენგური

1 0 0
                                    

ვხედავ მდინარეს, შმაგს და მჩქეფარეს.
ვხედავ ლოდები არ იძვრიან მის კალაპოტში.
გაოცებული თვალს ვადევნებ, გული ფრთხიალებს,
თურმე ხიდიც კი მოწყობილა მაკავშირებლად ტყის და მთა-გორის.

ხიდს დავადექი, მივიწევ ტყისკენ,
გარშემო ისმის ხალხის კივილი,
'ნუთუ ჩაწყდება, წყალი წაგვიღებს,
გადადით, იქნებ ბევრი ვამძიმებთ.'

ადამიანი... ეშინია სიკვდილის მუდამ,
თან სიცოცხლე აქვს მობეზრებული.
ეჰ... რამდენ ტკივილის ინახავს ზეცა
და რამდენ სხეულს ხიდი ენგურის..

კიდევ რამდენი უნდა შესწიროს,
მდინარეა თუ გელიოტინა.
წყალი კალაპოტს არ უბრუნდება
და შიშის ზარს მცემს ბნელი ხეობა.

მაგრამ თუ უნდა გადამიყოლოს
დაე ბედნიერს მინდოდეს ფრენა,
მკვდარი თევზივით წამიღოს დენამ
და დაისის დროს მაკოცოს ზეცამ...

სიმშვიდე დადგა... აღარ ისმის ხალხის კივილი.
მდინარემაც კი შეწყვიტა თითქოს ღრეობა.
მემგონი მოვკვდი და მეც გავხდი ერთ-ერთი მსხვერპლი
ენგურის ხიდის და ჩაწყნარდა მთელი ხეობა.


12.07.2023

უბრალოება/ HomelinessWhere stories live. Discover now