....

0 0 0
                                    

მე მახსოვს ჩვენი მზიანი ღამე,
ღამე, როდესაც გულზე გემთხვიე.
მახსოვს, რომ ჩვენი ვარსკვლავნი ცაზე
მზეებთან ერთად იქვე ეკიდნენ.

ვიხსენებ წამებს თან ღაწვს მისველებს
ცრემლი ზღვის ფერი, ზღვისებრი მლაშე.
მიფრინავს კადრი შენზე ძვიფრასო,
და მრჩება ფიქრი დარდებით სავსე .

ლოდინი შენი მე მგვრის მონებას.
აღარ მიდიხარ და ვერც გონება
გადაეჩვია შენზე, ძვირფასო,
ურითმო ლექსთა გამოგონებას.

მინდება მთვარეს მოვუყვე ჩვენზე
და ჩვენს დაგეგმილ ხვალინდელ დღეზე.
მინდება ხშირად ვხედავდე მზეებს,
დილის და უფრო საღამოს ფერებს.

ნუ გიკვირს კარგო ღამის მზეები,
ნუ გაოცდები ჩემი შეხებით
ვერ დამივიწყებ! ცას რომ შეხედავ
მაშინ მხოლოდ მე გაგახსენდები.

უბრალოება/ HomelinessWhere stories live. Discover now