გეფიცები მე თავიდან შენი სახე შევიყვარე...

1 0 0
                                    

ერთი ნაზი დილა იყო, წინა ღამის ნათენები ...
თვალი ჩაუშავებია, ღრუბელი აქვს გადაკრული.
იმ დღეს კიდევ ერთი იყო, წინა ღამის ნათენები.
როცა მაშინ დავინახე, ჩამიშავდა მეც თვალები.

იცით, როგორ მომეწონა, შემიყვარდა მისი სახე,
მისმა სულის მღელვარებამ ტალღებივით გადამფარა,
წამიერმა სინანულმა ჩემს სხეულშიც გაიარა.
მისი ნაზი სიარულით, დიდი დროით ჩამიარა.

დიდი დროის გასვლის შემდეგ, მწუხარებამ გამიარა,
ისევ შავი დილა იყო, იმ დროსავით სიფრიფანა.
როცა ისევ იმ ნაზ სხეულს გავუარე, ძალზედ სწრაფად.
თანაც მისი მშვიდი სუნთქვა... ვიფიქრე რომ მომელანდა.

უცებ აზრმა გამიელვა, ნუთუ ისევ დრონი ვფლანგო.
ისევ მასზე ფიქრში ვიყო, ისევ უნდა მოვინატრო (?)
რა მეგონა მაშინ, რომ სხვა გყავდა უკვე გულში კარგო,
არ მქონია, არც ახლა მაქვს, უფლება რომ მომენატრო.

მახსოვს, პირველ ჯერზე როს, შეგახე ჩემი ხელი,
შენს ხელს აზრი დაეკარგა, ვეღარ ნახე გასაქცევი.
მაშინ უფრო შემიყვარდა შენი სახე და სხეული,
მაშინ უფრო ამიჩქარდა გული, სული, უკვალო და არეული.

დრო გავიდა... მიანდერძე ყველა შენი მოგონება.
გეფიცები, მე პირველად შენი სახე მომეწონა.
მერე მოჰყვა შენი სულის სიყვარული, და თანდათან
უფრო, უფრო ახლოს მყავდი, მაგრამ უცებ გაფერმკრთალდა.

უცებ გაფერმკრთალდა ჩვენი მკვდარი სიყვარული.
ჩემზე ძლიერ შეგიყვარდა შენ სიკვდილი.
მიმატოვე მარტოდ მარტო, ამ უაზრო გრძნობით სავსე.
სიზმრებშიდაც ვეღარ გხედავ, როს მჭირდება შენი სახე.

მე შენამდე უბრალოდ და უსიცოცხლოდ ვარსებობდი,
შენთან ერთად მომემატა მე სიცოცხლის ბევრი წელი.
და შენს შემდეგ აღარ დარჩა აღარცერთი კარგი რამე.
ნაცრისფერი ოთახები გახდა ჩემი დიდი მთვარე.

მთვარე, რომლის მკვეთრი სხივი, მზისგან არის არეკლილი.
მთვარე, რომლის სილამაზეც, უმზოდ აღარ იარსებებს.
მაგრამ მე ხომ ისევ ვსუნთქავ, ისევ დიდი სულით სავსე.
მხოლოდ გული გაგატანე და უკვალოდ დამეკარგე.

ალბათ მზისგან დარჩენილი ვარსკვლავები მასულდგმულებს,
ვიცი, შენი სიყვარული მოგონებებს მიამაგრე
და იმათთან ერთად, ვიცი, ჩემი გულიც მიანდერძე.

გეფიცები, მე თავიდან, შენი სახე შემიყვარდა.
გეფიცები, შენს სახეზე უფრო მეტად შენ მიყვარხარ...

უბრალოება/ HomelinessWhere stories live. Discover now