....

0 0 0
                                    

ზამთრის ცივი ქარებია, უშენობას ვეღარ ვუძლებ.
თითქოს დიდი დროც გასულა, შესცივნიათ ვარდ-ყვავილებს.
გუშინ ღამით მომაცილე სახლის კართან, შუბლზე კოცნით განმეშორე და დამტოვე ჟრუანტელით იქვე, ზღვართან.

აღარც ბევრი მიფიქრია, მოვიხურე პლედი ზურგზე,
აივანზე ცას გავხედე, თან შენს ბგერებს ვგრძნობდი ყურზე.
ახლაც ისევ იმ ადგილას მთიშავს ბევრი ფიქრი შენზე,
მომენატრე და მომინდა შენი ბაგე, ჩემს ტუჩებზე.

წუხელ კიდეც დამესიზრე, მაცეკვებდი, მგონი ტანგოს.
გულთან ისე ახლოს გყავდი, განვეშორე ყველა აკორდს,
მხოლოდ შენი გულის ცემის ხმა მესმოდა, ხმა საამო.
ვეღარ ვითმენ როდის გნახო, როს გეცეკვო ისევ ტანგო.

ზამთრის ცივი ქარებია და ხელები მეყინება.
მარტოდ მარტო სიარული, უშენობა, მეზიზღება.
ახლა შენთან მოვდივარ რომ ნაძვისხის ქვეშ ჩაგეხუტო
და გამითბო გაყინული სული, ჩემით არეულო.

მეღიმები, როცა შენ ხარ ჩემი ტკბილი მოგონება .
მეღიმები, როცა გიწევს გულის კარის შემოღება .
მეღიმები, სახეებიც თოვლის ფიფქით გვესუსხება.
ნაძვისხის ქვეშ მათბობს  შენი, მე, უსაზღვრო შემოხედვა.

უბრალოება/ HomelinessWhere stories live. Discover now