❗აქ❗

0 0 0
                                    

წუხელის ღამით ვებრძოდი სიზმრებს,
დღეს მეშინია მათი ახდენის,
მაგრამ თითქოს ვგრძნობ, რომ აღარ გინდა
ჩემი გული და ჩემი ამბორი...

სიზმრების შემდეგ გავიდა კვირა,
გრძნობები მიწვევს შენსკენ, ნატიფი.
წუხელის ღამით მესიზმრა ბინა,
ის გათელილა ჩვენი ხალისით.

ყოველი დღეა განსხვავებული,
სახეზე ფერიც სხვანაირი გაქვს,
ყოველ დღე შენზე ფიქრით იწყება
ლამაზ ზღაპრებსაც გითხზავ ხანდისხან.

ერთი თვის შემდეგ კვლავ ჩემს სიზმარში
ბედნიერებით იწვოდა დარდი,
შენი და ჩემი გრძნობები ერთურთს
არ ეწყობოდა არცერთი წამით.

შემეშინდა და ამიტანა ცახცახმა, როცა
მაშინვე შენთან გამოვიქეცი,
შენ აღარ დამხვდი, დაგელოდე სასახლის კართან,
ნუთუ პრინცესა ამჯობინე მართალ სიყვარულს?

წუხელის ღამით ვებრძოდი სიზმრებს,
კვლავ მეშინია მათი ახდენის,
მაგრამ ისევ ვგრძნობ, რომ აღარ გინდა
ჩემი გული და ჩემი ამბორი...

10.05. ✨

უბრალოება/ HomelinessOnde as histórias ganham vida. Descobre agora