შენს გარდა...

31 4 0
                                    

მინდა რომ ლექსი დავწერო ცაზე
ვარსკვლავებზე და კიდევ მთვარეზე
მაგრამ შენს გარდა ვერ ვფიქრობ სხვაზე
ვერც ვენერაზე და ვეღარც მარსზე.

არ მინდა ლექსი დავწერო შენზე
არ მინდა თუნდაც ერთ წამს მახსოვდე
არ მინდა ვიგრძნო შენი შეხება
მზერა რომლითაც თავბრუ მეხვევა.

აღარ მინდოდა შენზე ნატვერები
შენზე ფიქრები, შენზე დარდები
აღარ მინდოდა შენთან შეხვედრა
და კიდევ ერთხელ თვალის შევლება.
შენი ტკბილი და თბილი სურნელით
ტკბობა და შემდეგ კვლავ განშორება.

მინდა რომ ლექსი დავწერო ცაზე
ვარსკვლავებზე და კიდევ მთვარეზე
მაგრამ შენს გარდა ვერ ვფიქრობ სხვაზე,
ვერც ვენერაზე და ვეღარც მარსზე.









✨ სიყვარულით მე! ✨

უბრალოება/ HomelinessWhere stories live. Discover now