პირველად....

13 2 4
                                    

წითელი ვარდის ფურცლებია მიმოფანტული ირგვლივ
სანთლები ლალისფრად ანათებენ თავის ელვარე სხივით.
ორი სხეული ერთურთს ეხება, თან კვდომა ტკბილი
ვნებამორეულ ცოდვილთ ასუსტებს, იმონებს იგი.

ალუბლის გემოს ამოტუმბავს ტუჩიდან ტუჩი.
ბროლის კანსაც კი დაეტყობა ლურჯი ღრუბელი.
ალუბლებიდან გამოჟონავს წითელი სითხე.
ბევრად ტკბილი ჩანს მომდინარე, ბაგედან სისხლი.

მგზნებარე მკერდზე მთრთოლავი ტუჩნი გადაინაცვლებს
გაყინულ სხეულს მოჰგვრის იგი ძლიერ ჟრუანტელს
აშლილ გონებას მეტ სიგიჟეს უმატებს ბაგე
წითელი ტოვებს, ლურჯ ანაბეჭდს თეთრ სპეტაკ ვარდზე.

ხელის მტევანი იხლართება ახლა ნაზ თმაში.
ენა ქურდივით იპარება ყველა ნაპრალში.
თლილი ხელებით მაღლა ადის ერთი სხეული,
და უსწორდება თვალები თვალებს, ტუჩები ტუჩებს, დღე კი ამ ღამეს.

მარგალიტები გადმოსცვივდა გიშერის თვალებს
ბროლზე მიგორავს,
ალუბალი კი არ უტოვებს მას გზებს გასაქცევს.
პირველად იგი აისრულებს ამ ტკბილს, ამ მწარეს
წამებულია მისთვის ტკბობა, მთვარიან ღამეს.

როგორც ყინული ბრწყინავს მზის სხივზე,
მსგავსად ბრჭყვიალებს ორ სხეულზე ოფლის წვეთები ამ მთვარის შუქზე...
ბაგე სხვა ბაგეს ეალერსება... და შემდეგ, ისევ
ბროლს ნაზად ადებს ცვარიან კანზე, შიშველი შიშველს.
















სულ რაღაც ორი დღე მოვუნდი....
სიყვარულით მე! ✨🦋

უბრალოება/ HomelinessWhere stories live. Discover now