მიყვარხარ ✨

1 0 0
                                    

მიყვარხარ დღეს, ამ ზამთრის სუსხიან დღეს.
მიყვარხარ შენ, ტრფობას გიძღვნი მხოლოდ შენ.
მიყვარხარ სულ, მენატრებოდი გუშინაც სულ.
მიყვარხარ დღეს, მხოლოდ შენ, სულ ყოველ დღეს.

გულს ვერ ვუბრძანე, შეუყვარდი მთლიანად გულს,
გონი მერთმევა როცა გხედავ, მითიშავ სულს.
თვალები ისევ მოწიწებას ანათებს, თუმც
გული წამიღო შენმა თვალებმა, გონებაც სულ.


შენს თავს მაგონებს ყველა სეზონი, თავისებურად...

ვარდობის თვეში მოყოლილი ზღაპრების ფონზე ინაბებოდი,
ზაფხულის ცხელი ქარები კი შენს მხურვალე სუნთქვას მაგონებს,
ფოთოლცვენასებრ მრავალფერი ფანტაზიები
და ზამთარივით თეთრი კანი, როგორ გამშვენებს.

მაინც ზამთარმა გამიღვიძა გრძნობების სევდა,
როცა დამტოვე მაშინ თეთრი გეცვა სამოსი,
თითქოს ცხადივით მახსოვს ჩვენი ბოლო შეხება,
თოვლის ფიფქივით კანზე დადნა შენი ამბორი.

ო, როგორ მალე აორთქლდი ჩემგან,
თევერვლის თოვლის გალღობის მსგავსად.
არ მავიწყდება, შენი სახის მუდმივი ცქერა,
ის კი დანდობას არ მიპირებდა, მზირალი მკაცრად.

მე მოვრჩი ბუტბუტს შენზე,
მოგეალერსე ხელზე,
გადარეული კვლავ დავდივარ ამ გრძნობის ფერზე,
მიყვარხარ ძლიერ, გამიგონე, არ გეტყვი მეტჯერ.

ისევ მომინდა შენი კოცნა ყელზე,
ხელის მოხვევა შენს გამხდარ წელზე,
თოვლიან გზაზე შენთან ერთად კვლავ სიარული,
კოცნა გრძნობებით არეული, კვლავ სიყვარული.

ო, ჩემო კარგო, მხოლოდ შენ მირევ ჭკუას, წლებია,
შენზე ლამაზი, ქვეყნად მოარულს, არ შემხვედრია
გავგიჟდი მგონი, და ეს სიგიჟე მომდევს წლებია,
დაე იცოდე რომ სიყვარულით გადარეულებს ვეღარ შველიან.

უბრალოება/ HomelinessUnde poveștirile trăiesc. Descoperă acum