მეშინია შენი კიდევ დაკარგვის...

8 1 0
                                    

"მხოლოდ მე არ მიღიმი ისე თბილად...
მხოლოდ მე არ მნახულობ ისე ხშირად ...
მხოლოდ ჩემთვის არ გცალია ისე დიდხანს... "

ყველასთვის გცალია ჩემს გარდა...
იცი, ვეღარ გხედავ ვეღარსად.
თითქოს, ისე გულწრფელად არც მიღიმი.
თითქოს, აღარ გიხარივარ აღარსად.

გახსოვს, მაშინ როგორ ძლიერ გიყვარდი,
ტკივილისას მალამოდ რომ მხედავდი...
იქნებ შესწევს ტკივილს ძალა სისუსტის,
ალბათ მაშინ ჩემში გმირსაც ხედავდი...

იცი, ახლა მეც მჭირდები ძალიან...
ხშირად სუნთქვა მირთულდება უშენოდ.
ვხედავ როგორ არ განაღვლებს სიშორე.
იცი, მგონი უკედაც ხარ უჩემოდ.

მახსოვს მაშინ ერთგულებაც შემომფიცე,
ბედნიერმა, ცრემლიც ბევრი დავღვარე
მეშინია ფიცის ფუჭად გადასვლის,
მეშინია შენი კიდევ დაკარგვის.


ახლაც ბევრი ცრემლი წამომცდენია,
ოღონდ, ვიცი სიხარულის არ არის.
დამიჯერე ჩემო ნაზო ფერიავ
მეშინია კიდევ შენი დაკარგვის....


სიყვარულით მე! ✨🍓

უბრალოება/ HomelinessWhere stories live. Discover now