მუზები

0 0 0
                                    

მოდიხარ ჩემთან, მიფორიაქებ სულს.
მიდიხარ ჩემგან და მღელვარება მიტაცებს სულ.
გადის დრო-ჟამი და თან ვეჩვევი ეულად სულს.
კვლავ მისახლდები, მაღელვებ და მიყოლებ სულ.

დანაშაულის გრძნობა მღრღნის და არ მასვენებს.
თითქოს მიჭრიდეს სამართებლით მაჯაზე ვენებს.
ზოგჯერ ვნანობ, რომ შენზეა ჩემი ლექსები.
უშენოდ ყოფნა მარტივია, თუმც ვერ გელევი.

უინტერესო არსებობისას შენი სტუმრობა
თავს მაკარგვინებს, პირდაპირ ვსვამ ღვინოს სუროდან.
თითქოს დათრობა არ მეყოფა შენი სასმელით
და ვილეშები, აღარაა ჩემი საშველი.

მაპატიე, რომ არსებობ მხოლოდ ლექსებში,
თუმცა, არაფრის, ყველაზე კი არ ვწერ ყველაფერს,
დიახ მადლობა საჭიროა ჩემო მუზებო,
თუნდ ერთი არ ხარ, გამოგარჩიე, მაინც სხვისგან შენ.

მიყვარხარ, იქნებ გადამიყვარდი,
ანდა პირიქით, გახდი მეტად მუქი კალამი.
მოდიხარ, მოგაქვს ბევრი ფრაზა, განსახილავი,
ფურცელს მოვძებნი, რომ დავწეროთ ახალი თავი.

და თუ ამ ლექსში შენ იპოვი მუზის სიმცირეს,
გეტყვი რომ სწორედ უმუზობამ დამაწერინა.
ან კიდევ ასე გვეჩვენება, სინამდვილეში
თავმოყრილები მოადექით საგონებლის კარს.

მაგრამ ერთს გეტყვი, არ იღელვო, ნუ გეწყინება,
მალევე ქრები, გაზაფხულის თეთრი ფიფქისებრ.
და თუ შენ მუზა იყავი ჩემი,
ეგ არ ნიშნავს, რომ ამოგიკითხე.

უბრალოება/ HomelinessWhere stories live. Discover now