უშენოდ მგონი მოვკვდები...

2 0 0
                                    

შენს ნაცრისფერ თვალებს მინდა მოვეფერო
ფერად ფერად მოგონებად რომ გიბრწყინავს
მასში ხშირად ისახება სინანული
გულის კედელს რომ აწვება მის სიღრმიდან.

ზამთრის ცივი ქარები, შენს ხასიათს უხდება.
გაშიშვლებულ ხეებში, დიდი სევდა სუფევს და
როგორ გიგავს ნათელი, სული შენი ღრუბლიანს,
ციდან თოვლის ფანტელი ხელებს გიქნევს სუსხიანს.

გაუღიმე, განაზდი, მოიხადე ქუდი და
გაიყინე დარდებში, გრძნობაარეული ხარ.
გაგახსენდა ჩვენი დრო, მხიარული წამები
შემდეგ ისევ გაქრი და გაიხურე კარები.

გახსოვს ეზოს ამბები, როგორ გაქარწყლულია
ცეცხლისაგან სხეულიც სრულად დანაცრულია
ვერ გავბედე რომ შენზე დამეწერა ზღაპარი
არც პრინცესა ვიყავი და არც გოგრის მარცვალი

ეზოში შემორჩენილა სიცოცხლის ნატერფალები
ჩემს სულში თითქოს დამოკლდა სინათლის გრძელი ძაფები
მარტო მივყვები დარჩენილს, გზას მორთულს ქარიშხლებით და
ვფიქრობ აღარსად წავიდე, არ მივატოვო შენი ხმა.

უშენოდ მგონი მოვკვდები, ჭკუას დავკარგავ სრულიად
ვეღარ ვისუნთქებ უშენოდ, არ გავიღიმებ გულიანს.
სიმღერას ვეღარ ავყვები, ვეღარ გაგანდობ სულის წვას.
უშენოდ მგონი მოვკვდები და შევიშლები ჭკუიდან.

უბრალოება/ HomelinessWhere stories live. Discover now