უსულობა...

9 2 2
                                    

მე მეშინია მაშინ, იმ ღამის,
შენ რომ საფლავი ამომითხარე.
არაუშავსო, მარტო დარჩები...
და ჩაწოლაზე რომ დამითანხმე...

რად ვშფოთავ?... ნეტავ მარტო ვრჩებოდე...
გარშემორტყმულვარ მე იმ შიშებით
რომ დაკარგვისას, სხვაც არ დავკარგო
და მითუმეტეს შენზე ფიქრები.

ამ კუბოშიდაც მე მოვიპოვე
კალამად დარდი, ფურცლად სუდარა.
მე მომკლეს, მომკლეს, როგორც ტიბალტი
აბესალომ და ეთერ კიარა.

დუელში უაზროდ მკვდარ პუშკინივით
ასე სულელად მომიკვდა სული
ნუთუ ამდენად უფასურია
ჩემი დამარხვა ან ჩემი გული.

ალბათ ისიც კი სისულელეა,
როგორც მარტივად უშვებენ ხელებს
ადამიანებს, რომელთა ფასსაც
გაშვების შემდეგ სულ ვერ იგებენ...

ეს ოდენ ძლიერ დავკარგე რწმენა
სუნიც დავკარგე მე აკაციის.
ანდერძი მაინც რომ შემისრულო,
კესანებით და იასამანით.





სიყვარულით მე ✨🦋

უბრალოება/ HomelinessWhere stories live. Discover now