✨✨✨

2 1 0
                                    

დღეს თუ მე შენი ქორწინება არ მიხაროდეს მომკალი, მაგრამ
რომ მირჩევნოდა ყოფილიყავ მარადის ჩემი, მაგას ხომ წყალი არ გავუვა, მითხარი რა ვქნა...

შენს სიტყვებს ისევ უკან გავეკიდები და შენს გამოთაც ბევრ სისულელეს ჩავიდენ მარად
თუმცა სხვისი ხარ, არ მეშლება ხელი მიყვარდე, მიყვარდე ძლიერ, უაზროდ თანაც.

დღეს მინდა შენი ხელი ავიღო და მოგიტაცო სამუდამოდ, ჩემს გასახარად,
მაგრამ მირჩევნის შენც გიყვარდე, თუნდაც უბრალოდ,
ვიდრე გძაგდე და არ გინდოდეს ჩემი დანახვა.

ზუსტად ვიცი, მომავალში, რომ დავბერდები,
სახე მე შენი ისევ თვალწინ წარმომიდგება,
ის ახალგაზრდა და ლამაზი სახის ნაკვთები,
იმ სილამაზე ნაოჭებით რომ გვირგვინდება.

და სიკვდილის დღეს ისევ შენსას ვინატრებ სახეს,
მომაკვდავს ისევ შენი სუნთქვა მომელანდება
ბოლო ხმას რასაც სიკვდილამდე მე გავიგონებ,
მე ვიცი შენი გულის ცემა იქნება ალბათ.

სიკვდილის შემდეგ მე მივიღებ მხოლოდ შავ ვარდებს, სათითოდ ნარჩევს
როგორც მურტალო უბოძავდა ინგას კალათებს,
ყოველ დღე, თითოს, ნარჩევს, წითელს, ოღონდ არა დღეს... არა დღეს ჩემთვის არ იქნება ეს ზეიმობა,
ეს შავი ვარდი ისევ შენად მომევლინება.

იქნებ შევწყვიტო ეს უზადო როტვა მე შენზე
იქნებ მეც ისევ შევიყვარო უაზროდ შენზე
იქნებ სულ მალე დავივიწყო ამბები შენზე
იქნებ სრულიად გაფერმკრთალდეს ფიქრები შენზე.

ხედავ  მაინც არ მავიწყდება შენი სახელი
"მენატრები და გულს მიჩქარებს შენზე ნატვრები..."

უბრალოება/ HomelinessWhere stories live. Discover now