....

0 0 0
                                    

დილის ხუთი საათია და მე ისევ შენზე ფიქრით მეფანატება ღამის ძილი
არ მასვენებს შენი ღამის მოჩვენება,
საწოლსაც რომ ვერ ვშორდები მისი შიშით

მგრძნობელობა ეკარგება სხეულს
გული საგულეში აღარ მიდგას
ნუთუ ფიქრსაც შეუძლია სიბრალული
შენ კი, შენ კი არც მიყურებ სალამისას

როგორ ვეღარ ვეგუები უძილობას,
გაფრენილი დღენი ვეღარ მოვიშორე,
ვიცი, ვიცი აღარ გინდა ცრემლების ხმა,
მაგრამ ვეღარ გავაგრძელე მე სიცოცხლე.

აღარ მინდა გაგიჟება უფრო მეტად.
აღარც გული აღარ მიძგერს სათანადოდ,
ვეღარ, ვეღარ გავუძელი უშენობას,
მაგრამ ერთ დღეს ახალ თამარს მეც გაგაცნობ.

მოვა დღე და მოვეგები მე გონებას,
მოგონებებს ქარს გავატან, როგორც მან ჰქნა,
არ ვიტირებ, სინანული მეყო კვლავაც,
შეგუება მიჭირს, მიჭირს აწმყოს ალთან.

ვეღარ ვხვდები რა დავწერო შენზე,
ვერ ვიაზრებ რას გადმომცემს დღეს მზე,
შენზე ჩემი მოყოლილი ამბები კი, ქარებს გაჰყვა
და მთვარესაც დავუტოვებ ანდერძს ისევ...

იასამნის ყლორტი როცა აყვავდება,
იმ დღესვე მე მომიტანეთ საფლავზე და
თუგინდ შორით დამაყაროთ ის ყვავილნი,
ისევ ჩემთან ესვენება, კესანებთან.

ბევრი გრძნობა დამავიწყდა,
ბევრი ცრემლი გადმოვყარე,
ბევრჯერ გულიც ამომიჯდა,
სიყვარული დაგაბრალე.

ვიცი, ერთ დღეს სადმე გნახავ ბედნიერად,
მეც გიამბობ ჩემს სანატრელ ცხოვრებაზე,
მაგრამ ბოლოს ორი გული გაწყალდება,
როს მიხვდები, ჩემი თავი რომ დაკარგე.

აღარც ვიცი, როგორ ვუთხრა ღმერთს ამ გრძნობის სამდურავი,
მასზე ტკბილი, მასზე მწარე, ენაც არ მაქვს მოუბარი,
მაინც შენზე ვფიქრობ მუდამ, მაინც შენთვის დანაცარი,
ჩემი გული შენ მოგიკლავს, მაინც შენთვის ცოცხლობს თავი...

უბრალოება/ HomelinessWhere stories live. Discover now