მარგალიტები...

6 2 2
                                    

მივყვები ქვაფენილზე ჩემს ჩრდილს
და მახსენდება ჩვენი ერთობა.
თოთო ბავშვივით ხელს რომ მკიდებდი,
მაიძულებდი თანაც მწერლობას.

ფეხები ფეხებს, ნაბიჯი ნაბიჯს, რომ მიჰყვებოდა.
გული გულს ხედავს და გრძნობები ერთურთს ჰყვებოდა.
სიხარულისგან არ ვიცოდი, მართლა მეფრინა?
ახლა კი, ფრთებიც აღარ ვიცი სად დაეფინა.

სამაგიეროდ, უშენობააა ჩემში გაჭრილი
და ელოდება უფრო ძლიერ განადგურებას.
მაშინ, მან ჰპოვა სამუდამო სასუფეველი,
როცა უშენოდ მთელი ღამე მე არ მეძინა.

ღამე ღამეებს გაეკიდა კიდევ და კიდევ,
დარდი თეთრებში გაეხვია და როკავს ძლიერ.
სისხლი გამიშრა, ტვინიც ვეღარ აერთებს რითმებს,
მაგრამ მაინც შენ მაიძულებ მწერლობას ისევ.

მე მენატრება გათენება არა ფიქრებში,
არა სიზმრებით შეშინებულ პატარა ბავშვად,
მინდება ისევ რომ ვიაროთ ვრცელ ქვაფენილზე,
ღამის თენება მომენატრა დიდ აივნებზე.

და როცა, ისევ დამჭირდება შენი შველება,
თან მომაწვება მუქი ფერის ფიქრები შენზე.
ხსენების ნაცვლად დავიხოკავ მე ღაწვებს კიდევ,
მაგრამ არ დავღვრი მაინც შენზე ჩემს მარგალიტებს.

უბრალოება/ HomelinessWhere stories live. Discover now