კესანები...

10 2 0
                                    

კესანებს მაგონებს მე შენი თვალები
და იას მაგვარ სინაზეს გამჩნევ.
იასამნისფერ სამყაროს ცენტრში,
შენ იასამნის სურნელს ატარებ.

ამ სამყაროში როცა შენ გხედავ
და გაზაფხული შენი ფერია,
მაშინ მინდება შენი ფერება,
თან ფორიაქი გულის მეწყება.

და როცა ვხედავ კესანებს მინდვრად,
მე მეძახიან მოდი მაკოცე...
როგორ მინდა, რომ შენმა თვალებმაც
ერთხელ მაინც თქვას მოდი და მკოცნე.

შემდეგ კი ისევ მრჩება ფიქრები,
მხოლოდ ოცნება შემომრჩა შენზე.
მე გელოდები ისევ სიზმრებში
და მარტოობა მეჩვევა ნელ-ნელ...

როცა ოცნებაც აღარ დამრჩება
და შენს გარეშე ვერ ვიაზროვნებ,
მე მომიტევეთ ეს სიყვარული
და მარტოობა ჩემი აღკვეთეთ.

მომკალით როგორც მონტეგმა თავი
და შექსპირივით ქმენით პიესა.
მაგ ამბავში კი მე არ ვიქნები,
არც რომეო და არც ჯულიეტა.

მაკვირვებს ჩემი ამბიციები
რომ საშექსპირო ამბავს მე ვგავდე
და დამიტევეთ ეს სიყვარული
როცა დამმარხავთ ქვას დააწერეთ:

უყვარდა ძლიერ თავისი გიჟი
და ოცნებობდა გიჟის თვალებზე.
კესანების და იასამნების
რტონი დააწყვეთ, გთხოვთ ამ საფლავზე.




სიყვარულით მე!💜

უბრალოება/ HomelinessWhere stories live. Discover now