ჩემი ვარსკვლავი ხარ იმ ქვეყანაში

2 1 0
                                    

ყოველ წამს როცა გიხსენებს გული,
თვალი ცას უცქერს, ვარსკვლავებიანს.
ყოველ დღე, რასაც უშენოდ გავლევ,
ცრემლი მისველებს, თვალს ალერსიანს.

სიზმარშიც როცა გელი ღამ და ღამ
ვერც იქ გნახულობ, დღე სულ არახარ.
დროს, რასაც შენზე ფიქრებს მე ვუძღვნი
არ მენანება მისი დაკარგვა.

მონატრება რომ სულ გონს მიბინდავს
თან ვიტანჯები უშენოდ დავალ,
დარდი ცრემლებად გადაიქცევა
და სიკვდილს ვლამობ შენს სანახავად.

ჩემი გულია, შენს გულს რომ წვდება
და თვალებს გაწვდენ მხოლოდ ამ ცამდე
სულს ვერ ვიჩერებ სხეულშიც ზოგჯერ,
უსულო ვრჩები მთვარიან ღამეს

ისევ მე გულში მყავხარ მარადის,
ცრემლებიც  მომდის კიდევ ნაკადით.
გიპოვე ცაში და მე დაგარქვი
ჩემი ვარსკვლავი იმ ქვეყანაში.



ყველა დიდ ტკივილს და მონატრებას❤️

უბრალოება/ HomelinessWhere stories live. Discover now