***

8 2 0
                                    

იმდენი სიტყვა არსებობს ქვეყნად შესამკობელი
მე არც კი ვიცი რით დავიწყო შენი შეხოტბვა.
პირველად გეტყვი რომ სილამაზე სულით იწყება
რომ შენი ფერი შავი... არა მეტად ღიაა.

შემდგომად ამის გეტყვი რომ შენ ფრიად მაოცებ
ამ სამყაროში ისევ მსგავსად წმიდა რომ დარჩი
მაგრამ ვინ იცის... მარიტაც ხომ მზედ დაიბადა
ბოლოს კი მაინც ბრბომ გათელა მისი სახელი

არვიცი რისთვის მინდა ეს ლექსი
შენს საქებრად თუ განსასწავლებლად
მაგრამ ძვირფასო იცოდე შენთვის
მხოლოდ სიკარგე გამეხარდება

და გევედრები ყველას არ ენდო
არვინ მოუშვა შენდა მახლობლად
მხოლოდ ამას გთხოვ არ დამივიწყო
და გამიხსენე ყველგან ფარულად.

საბოლოოდ კი ღმერთს მივანდობ შენს ლამაზ სულსაც
და შენს სიწმინდეს დასაცავად მას მივაბარებ
მე ვეტრფი შენს გულს, სპეტაკ სულს და შენს სილამაზეს
როგორც ნიკალა ფრანგ მომღერალს ათასი ვარდით.

მაგრამ მჭკნარ ვარდებს გირჩევნოდეს ველად გაჭრილი
ია ლურჯთვალა, ნაზი თანაც მიუწვდომელი.
არ აღფრთოვანდე გარეგნული შენ სილამაზით
მეტად ძვირი ღირს მახინჯ კანში ლამაზი სული.





სიყვარულით მე!💙🧡

უბრალოება/ HomelinessWhere stories live. Discover now