11:11

By princessharuru

79K 8.1K 1.6K

eleven:eleven; #1 in Future #1 in exol #1 in Exok More

1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11/1
11/2
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
SIDE NOTE
31
32
34
35
36
37
ეპილოგი
AUTHOR'S NOTE
29.11.2016

33

1.3K 176 21
By princessharuru

-ამ თავის დასაწყისმა გაურკვევლობაში რომ არ ჩაგაგდოთ, გაიხსენეთ ის ნაწილი, როცა ჯონგინმა სეჰუნთან ერთად დაიძინა და მეორე დილით გაუჩინარდა-

* * *

როგორც კი იგრძნო, რომ უკვე გათენებულიყო და ძილისათვის დრო აღარ დარჩენოდა, ფრთხილად წამოიწია. მიწისქვეშეთში მზის სხივები ვერ აღწევდა და ამიტომ, მხოლოდ მგრძნობელობით თუ ხვდებოდა ყოველ დილით, რომ ახალი დღე იწყებოდა და საქმეს უნდა შესდგომოდა. როცა წამოჯდა, თვალი ოთახს მოავლო. ეს მისი კაბინეტი არ იყო, საწოლიც რბილად ეჩვენა, არ ჰგავდა მის ჩვეულ საძინებელს, რომელიც მხოლოდ ერთი გახეხილი ფიცრისა და პატარა ბალიშისაგან შედგებოდა. ხოლო ლოგინის უცხოობასთან ერთად, მის გვერდით წამოწოლილი სხეულიც არ იყო ის, რის დანახვასაც ელოდა. რამდენიმე წუთი მოუნდა იმის გაცნობიერებას, რაც წინა ღამით მოხდა. როგორც კი ამოუტივტივდა გონებაში ის წამები, როცა, როგორც იქნა, თავისი სათქმელი ხმამაღლა გააჟღერა, მერე კი საპასუხოდ თბილი კოცნაც მიიღო, გაეღიმა. ოდნავ დაიხარა, მარცხენა მხარეს მიძინებულ სეჰუნს დახედა, თვალებზე ჩაამოყრილი თმა გადაუწია და შუბლზე ფრთხილად აკოცა, თითქოს ფაიფურის თოჯინა იყო და ერთი ზედმეტი მოძრაობაც კი საკმარისი აღმოჩნდებოდა მის დასამსხვრევად. არ უნდოდა, რომ ძილი დაეფრთხო მისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სურდა მთელი დღე აქ წოლაში გაეტარებინა, ეს შეუძლებელი იყო. უამრავი საქმე ჰქონდა, რომელთა გადადებაც ვერ მოხერხდებოდა. 

გახარებულმა ფეხები საწოლიდან გადმოყარა, ნელი მოძრაობებით წამოიწია და საკნიდან სწრაფი ნაბიჯებით გავიდა. პირველი, რაც უნდა გაეკეთებინა, ჯუნმიონის ნახვა იყო. ჯერ კიდევ არავის ეღვიძა მთელ კოლონიაში, ამიტომ წვერებით დაძუნძულებდა დერეფანში, თან გაფაციცებით აქეთ-იქით იყურებოდა ნაცნობი ქერათმიანის ძიებაში. მისი პოვნა არც თუ ისე რთული იყო, რადგან ჯუნმიონი ძირითადად იმ უზარმაზარი კარიბჭის გვერდით აღამებდა და ათენებდა, საიდანაც ჯონგინმა ერთხელ სეჰუნი დასასჯელად გაყინულ ბაღში გაიყვანა. ამჯერადაც არ აღმოჩნდა ეს დღე გამონაკლისი და ჯონგინმა თავისი ერთგული მსახური ისევ კარის წინ ჩამოდგმულ პატარა ხის სკამზე იპოვა, რომელსაც თავი ჩაეხარა და ჩუმად თვლემდა. მასთან მიახლოვებისას ყველანაირი მორიდება გაუქრა უფროსს, ჩვეულებრივი, ხმაურიანი ნაბიჯები გადადგა და წამებში ჯუნმიონიც ფეხზე წამოხტდა. წელში ოთხმოცდაათი გრადუსით მოიხარა მისალმების ნიშნად, მერე კი გასუსული მიაჩერდა მუქკანიანს ბრძანების მოლოდინში:
-დღეიდან მინდა სეჰუნის კამერასთან ახლოს იყო, -წამოიწყო ქაიმ ბოხი ხმით და ქერამაც მაშინვე დააქნია თავი, -რაც არ უნდა მოხდეს, გვერდიდან არ მოსცილდე, მაგრამ ამასთანავე ეცადე არსად შეგამჩნიოს. თუ რამე საგანგაშო მოხდება, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეგეძლება გამოჩენა და მისი დახმარება.

-გასაგებია, -შემართებით წამოიძახა ჯუნმიონმა და ისევ ოთხმოცდაათი გრადუსით მოიხარა წელში, -ახლავე შევუდგები საქმეს.

-და ჰო, -სანამ იქაურობას დატოვებდა, დაამატა, -დღეს გვიან დავბრუნდები.

საინტერესო იყო, სად მიდიოდა და ვისთან შესახვედრად მიიჩქაროდა ჯონგინი, როცა, თითქოს კოლონიაში მხოლოდ სეჰუნის გამო-ღა ჩერდებოდა. არსებობდა ვიღაც, ვისი ნახვაც ახლა ძალიან სურდა, რადგან საჭირო იყო იმ ჩანაფიქრის განსახორციელებლად, რაც დიდი ხანი უტრიალებდა გონებაში. მთელი გზა თოვლს შეუპოვრად აპობდა შუაზე უზარმაზარი მძიმე ბათინკებით, ხელებს ჯიბეებში მალავდა, პირს შარფში, თვალებს კი წამში ათჯერ მაინც ახამხამებდა, რომ წამწამებზე დაყრილი თოვლის ფანტელები როგორმე ძირს ჩამოეყარა. სავალი, როგორც ჩანს, დიდი იყო, რადგან ქალაქის ცენტრისკენ მიემართებოდა, კოლონია კი მისგან საკმაოდ შორს იყო. ქალაქის ცენტრი მდიდრების თავშეყრის ადგილს წარმოადგენდა. დედაქალაქის შუაგულში მთელი ელიტა იკრიბებოდა. ადამიანები, რომლებიც ასეთ საშინელი ომიანობის პერიოდშიც კი უდარდელად ცხოვრობდნენ, არ ანაღვლებდათ, რომ მათ გარშემო სხვა მოქალაქეები შიმშილით იხოცებოდნენ, არ აღელვებდათ, რომ ასეთ სიცივეში ზოგს გათბობის საშუალება არ ჰქონდა და ცოცხლად იყინებოდა, მათთვის ასეთი რაღაცები უცხო იყო. ომიანობამ იმდენად შეუჭამა ყველას ადამიანობა, იმდენად დაუბინძურა სული, რომ საბოლოო ჯამში, ჯონგინის დასკვნით, მთელი სამყარო უბრალოდ მოკვდა. არც ერთი ადამიანის სიცოცხლეს არ ჰქონდა აზრი, არ ჰქონდა დანიშნულება და ამიტომაც მიაჩნდა, რომ უმოძრაო გარემოში უწევდა ცხოვრება, თითოეული პიროვნება კი მხოლოდ და მხოლოდ მოსიარულე ლეში იყო და სხვა არაფერი. ზუსტად ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ გადაწყვიტა კოლონიაში მუშაობა. მას უკეთესი მომავლისთვის უნდოდა ბრძოლა, სურდა ისეთი სამყარო შეექმნა, სადაც არავინ დაზიანდებოდა, ყველას ექნებოდა თავს ზემოთ სახურავი, სახლში კი - სითბო, თუმცა ამის მაგივრად, იგი მთავრობის მორიგი მსხვერპლი და სათამაშო აღმოჩნდა, მისით მანიპულირება ისევე მოხერხდა, როგორც სხვა დანარჩენი მოქალაქეების, გამოიყენეს, როგორც ჭადრაკის ფიგურა, რომელიც სხვისი მითითებებით დგამს თითოეულ ნაბიჯს და სწორედ ამ დროს, გამოჩნდა სეჰუნი, რომელმაც ისვე გაუღვიძა ის მიძინებული სურვილი, რომ ყველაფერი როგორმე უკეთესობისკენ შეეცვალა, მიუხედავად იმისა, რომ საამისოდ საკმარისი ძალები არ გააჩნდა. ჯონგინს სძულდა მთელი ქვეყანა, სძულდა მთელი სამყარო იმის გამო, რომ იძულებული გახდა მოშორებულიყო ადამიანს, რომელიც ძალიან უყვარდა, იძულებული გახადა შექმნილმა მდგომარეობამ, რომ ნიღაბი გაეკეთებინა და თავი იმად მოეჩვენებინა, ვინც სინამდვილეში არ იყო. მას სძულდა "ქაი" და სეჰუნის გამოჩენის დღიდან გაუჩნდა სურვილი მისი ამ ნაწილის წაშლისა, რომელიც არც თუ ისე ადვილი ამოცანა გახლდათ შესასრულებლად.

ქალაქის ცენტრამდე ფეხით ჩამოსვლას თითქმის მთელი დღე მოანდომა, თუმცა ეს მისი მეგობრისთვის, რომელიც თითქმის სამი საათის განმავლობაში ელოდა ერთ-ერთ, საკმაოდ ელიტურ, კაფეში, პრობლემას არ წარმოადგენდა, ლოდინით არ იღლებოდა. ხელში თავისი შარფის ბოლოს ათამაშებდა და დროც ასე გაჰყავდა, ჯონგინი კი ხან სწრაფი, ხანაც ნელი ნაბიჯებით მიიწევდა წინდაწინ და როცა საბოლოოდ გამოჩნდა დანიშნულების ადგილი, გადაქანცულმა ერთხელ ღრმად ჩაისუნთქა, სახე ნაქსოვიდან ამოჰყო, თმა უკან გადაიწია და შენობაშიც შეაბიჯა. 

კაფეში ერთადერთი მაგიდა იყო დაკავებული, ისიც ოთახის ბოლოში, კუთხეში. ნაცნობი სილუეტის დანახვამ ქაის სახეზე ღიმილი გადაჰფინა, რადგან გულის სიღრმეში, გზაში, იმაზეც ჩაფიქრდა, იქნებ წასული დამხვდესო, მაგრამ ასე არ მოხდა და გახარებულმა ნაცნობისკენ მიაშურა. როგორც კი გაიგონა ფეხის ხმა მაგიდას მიმჯდარმა, მაშინვე წამოდგა და მისასალმებლად შემოტრიალდა:

-დაგაგვიანდა, -სიცილით უთხრა და გადაეხვია, ჯონგინმაც მჭიდრო ჩახუტებაში ჩააფლო მასზე ბევრად პატარა და სუსტი სხეული და რამდენიმე წამში გაათავისუფლა.
-მაპატიე, შიუმინ, ამ წყეული თოვლის გამო, დაგეგმილზე უფრო გვიან მომიწია ჩამოსვლა, ზედმეტად დიდი ფენები დევს ქუჩებში, -ამოიოხრა მუქკანიანმა და თავისი ადგილი დაიკავა. შიუმინიც მის პირდაპირ ჩამოჯდა და იდაყვები მაგიდის ზედაპირს ჩამოაყრდნო.

-რისთვის დამიბარე?

-მისი ამბის გაგება მინდოდა, როგორ არის? -ოდნავ ხმადაბლა დასვა შეკითხვა ვერცხლისფერთმიანმა და მანაც შიუმინის მსგავსაც, ხელები მაგიდას ჩამოაწყო.

-დღითიდღე უარესი ხდება მდგომარეობა, ვშიშობ, ბევრი დრო არც დარჩა, იქნებ სჯობს, ცოტა ხნით სეჰუნი სახლში გაუშვა? -აღელვებულად ჩაილაპარაკა წითურმა და მის გევრდით ჩამოდგმულ გაციებულ ჭიქას მოჰხვია თითები.

-ასეც ვაპირებ, თანაც, სანამ ეს ყელსაბამი მიკეთია, მანამდე ახლოს ვერც გავეკარები, არავინ იცის რა დროს შეიძლება ამუშავდეს და არ მინდა, რომ რამე საშინელება ჩავიდინო, -დამწუხრებულმა მოისვა ხელი მოციმციმე სამაგრზე, რომელიც კისერს უმშვენებდა და ამოიოხრა.

-ნუ ღელავ, აუცილებლად მოგხსნიან, უბრალოდ დროა საჭირო, -ეცადა იმედის მომცემიანად გაეჟღერებინა თავისი სიტყვები და ამაზე ჯონგინს გაეღიმა.

-როგორც ყოველთვის, პოზიტიური, -ჩაიცინა და ქურთუკის ჯიბიდან საშუალო ზომის ქისა ამოაძვრინა, მერე კი შიუმინს გაუწოდა, -ეს წაიღე, გამოგადგებათ.

-არ გვინდა, -შიუმინის ტემბრი სრულიად სხვაგვარად აჟღერდა.

-გამომართვი, შიუმინ, კამათის დრო არ გვაქვს ახლა.

-არ გაგვიანდება?

-ნუ გადაგაქვს საუბარი სხვა თემაზე.

-უნდა გადავიტანო, თორემ ასე დილამდე ვისხდებით.

-ამიტომ, რომ არ ვისხდეთ, უნდა გამომართვა, -ამოიხვნეშა ჯონგინმა და ქისა კიდევ უფრო ახლოს მისწია მეგობრისკენ.

-გითხარი უკვე, რომ ფული საჭირო არ არის, ისედაც მივხედავ. ჯერჯერობით გვყოფნის რაც გვაქვს, თუ დაგვჭირდება, მაშინ მოგვეცი.

-ღმერთო, რატომ ხარ ასეთი ჯიუტი?!

-ჯიუტი მე არა, შენ ხარ. -წამოდგა და ხელი მხარზე ჩამოადო, -თავს გაუფრთხილდი, -მხოლოდ ეს ორი სიტყვა-ღა თქვა და შენობიდან გამოვიდა. მაგიდასთან მჯდომმა მუქკანიანმა კი მძიმედ ამოიოხრა და კიდევ რამდენიმე წუთით გაჩერდა თავის ადგილას. 

Continue Reading

You'll Also Like

191K 24.7K 102
Boyxboy. Цагаахан хайр
32.2K 2.2K 50
Kesaj i druhesha.... Historia po perseritet.... Jo nuk ka mundesi te jesh ti... *ME THUAJ SA I LENDUAR JE, TE TE THEM CFARE ROLI KE* #1 Mister -> 23...
40.9K 6K 38
"ហង្សមែនទេ?​ត្រឹមតែមួយប៉ប្រិចភ្នែកយើងនឹងធ្វើអោយហង្សមួយនោះបាក់ស្លាប ហើយហង្សដ៍ស្រស់ស្អាតនោះត្រូវស្ថិតក្នុងកម្មសិទ្ធយើងម្នាក់គត់"ជុងហ្គុក "យើងដឹងពីអ្វីទ...
3.4K 699 21
Өөрөө өөртөө дурласан залуугийн түүх.