-ჰა? ანუ ეგრეა საქმე? - მკითხა არიამ, მისთვისაც არ მქონდა ჩემი პირადი ცხოვრების დეტალები ნათქვამი.

-ჰო, უკვე რამნიდმე კვირაა ერთად ვართ. - წყვილი არ ვართ მაგრამ ბრის ამის ცოდნა არ სჭირდებოდა, ისედაც საკმარისად ავარევინე ლიამს ჩემი ცხოვრება, სასიყვარულო დრამებიც მყოფნის მასთან, მეტის დამატება მანდვილად არ მინდა.

-რამდენი ხანია ერად ხართ?

-რამდენიმე თვეა.

-სად გაიცანით ერთმანეთი?

-რახდება ბრი დაკითხვაზეა? - გაიცინა არიამ.

"რამდენი ხანია ერთად ხადთ?" ამ
კითხვის საკუთარი თავისთვის დასმა დიდი ხანია მაშინებს.  ყველაზე მეტად გაურკვევლობა მაშინებდა, ახლა კი ჩემი ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტი რაღაც მხრივ გაურკვევლობითაა სავსე.

***

-იმაზე უფრო ლამაზია ვიდრე ფოტობში ჩანდა.

-მეც მომწონს, ვიცი დროებითია მაგრამ ისეთ სიტუაციაში ვარ მირჩევნია სახლში ვიგრძნო თავი ვიდრე დროებით აპარტამენტში. - ლივი ხმაუით დაეშვა დივანზე და აქეთ0იქით უკვე მეასედ მიმოიხედა.

-მარტენ დავიღალე ყველაფერი ასე აუხსნელად და სწრაფად რომ ხდება. წესიერად აქ გადმოსვლის მიზეზს არავინ ამბობს, მაგრამ ის მაინც მითხარი, ლიამი კარგად გექცევა?

-არ ვიცი ჩვენს შორის რა ხდება, მართლა.

-მე კი ზუსტად ვიცი ეს ყველაფერი საითაც მიდის. - ამ ბოლო დროს დაჩემებული ფიქრები ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა ჩემს გრძნობებს.

-მითხრა მიყვარხარო. - ამოვიჩურჩულე ლივის პასუხის მოლოდინში, ახლა ყველაზე მეტად მისი გულწრფელი აზრის მოსმენა მსურდა.

-და შენ რა უთხარი?

-არ მიპასუხია, მაგრამ ისედაც იცის რას ვგრძნობ მის მიმართ, მაგრამ ეს ყველაფერი რას ნიშნავს? ერთად ვცოვრობთ, იცი როგორ ამბებსაც გამოვექეცით, თითქოს ერთად ვართო მაგრამ...

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jan 12, 2023 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Devil EyesWhere stories live. Discover now