Chapter 19

600 48 37
                                    

თავი 19

| " I thought you two were meant to be together" |

***
(მარტენის თვალთახედვა)

მეფისთვის შესაფერისი ზომის საწოლში ვიწექი, წეღანდელივით ბინძური და გულისამრევი აღარ ვიყავი და თეთრი საბნის შეხება მთელ სიამოვნებას მგვრიდა. ვერ ვიხსენებდი ვერაფერს ლიამის მონაყოლიდან და დაღლილზე ერთადერთს რასაც ვგრძნობდი რბილი საწოლის სიფაფუკე იყო. 

დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ვიწექი და ვფიქრობდი, ყველაფერზე. ჰელენი რომ ჩამოვა მივლინებიდან ჩემი სკოლის გაცდენის ამბავს რომ შეატყობინებენ როგორ მოვატყუო, ლივს რა ვუთხრა ასე რომ გადავიკარგე, კიდევ კარგი ნაილი მანც არის აქ. მალევე კარების გაღების ხმა გავიგონე, თვალები დახუჭული მქონდა და არც მიფიქრია გახელა. 

-სძინავს. - გავიგე ლიამის ხმა. 

-ახლა წესიერად ამიხსენი, რას ბოდავ?! - ნაილის განერვიულებული ტონის გაგებისას საბოლოოდ მივაყურადე მათ საუბარს. 

-რატომ ვერ ხვდები ნაილ! აქ ვერ დავტოვებ! ჩემს გამო გადაეკიდნენ! აქ ვიყავი და ხომ ხედავ რაც დამართეს? თვალწინ იყო, ჩვენს თვალწინ და სამი დღით სადღაც ჩაკეტეს წარმოგიდგენია მე თუ აქ არ ვიქნები რას გააკეთებენ?

-და ვთქვათ მე დაგთანხმდი, თვითონ მარტენი შენი აზრით ასე უბრალოდ წამოგყვება მანჩესტერში საცხოვრებლად? ან ჰელენი? შანსი არ გაქვს ლიამ. 

-ჯანდაბა ამის *** აბა რა გავაკეთო?! სხვა გზა არ არის! 

-კი არის. აქ დატოვე, შეეშვი, თავი დაანებე, საერთოდ დაივიწყე რომ არსებობს და როდესაც შენი ინტერესები გაქრება მისდამი, გამოდის რომ ემირისიც გაქრება.

-ნაილ ბლეიქი რომ ყოფილიყო ამ სიტუაციაში რას გააკეთებდი? ადგებოდი და დაივიწყებდი? მისი ცხოვრებინად უნამუსოდ გაქრებოდი? 

-არ გინდა ლიამ. 

-უბრალოდ თქვი რომ დამეხმარები ჰელენის დარწმუნებაში, მიდი ნაილ დამეხმარე. 

Devil EyesWhere stories live. Discover now