Chapter 13

736 54 22
                                    

თავი 14

| Guy from park |

***

-შეიძლება გაკოცო?

თავი დავუქნიე.

მისმა სქელმა, მუქი წითელი ფერის ტუჩებმა გზა ჩემამდე მალე იპოვნეს და ის დაბნეულობა რომელიც დღევანდელმა საღამომ მომგვარა მთლიანად განდევნეს.
ხელი ლოყაზე დამადო და მისკენ უფრო მიმიწია, იმის მიუხედავად რომ კოცნა საოცარი კავშირით იყო სავსე, მანქანის მოუხერხებელი სავარძლის გამო ძალიან არაკომფორტულად ვგრძნობდი თავს, ჩვენ და ეს კოცნა კი მინიმუმ მოხერხებულ დივანს ვიმსახურებთ.

ის წამით მომცილდა და ხელი წელზე მომხვია, ოდნავ წამომაყენა და როდესაც მის კალთაში გადამისვა სულაც არ შევწინააღმდეგებივარ.
ხელები წელზე კარგად მომხვია და ჩვენი ტუჩები ხელახლა შეაერთა, მეც მხრებზე დავაწყე ხელები და კოცნაში ავყევი.

არ ვიცი რამდენი ხანი ვკოცნიდით მაგრამ მე სუნთქვა ძალიან მიჭირდა, ისევე როგორც ლიამს, მისი ტუჩები შესიებული და უფრო მეტად გაწითლებული იყო ვიდრე ჩვეულებრივ. იმის გამო რომ მის კალთაში ვიჯექი სულაც არ ვგრძნობდი სირცხვილს ან უხერხულობას, პირიქით, უფრო კომფორტულიც კი იყო ვიდრე ველოდი.

ვერაფრით ვახერხებდით სუნთქვა დაგვეწყნარებინა და რიტმს ავყოლოდით, ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით და არაფერს ვამბობდით.

მოულოდნელად მან ხელი აწია და ლოყაზე დამადო, სიამოვნებისგან თვალები დამეხუჭა და  უნებურად ლოყა მის ხელის გულს მივადე.

-ნეტავ იცოდე რა მშვენიერი ხარ. - სერიოზული ტონით თქვა და ახლა ობლად ჩამოვარდნილი კულული ყურს უკან გადამიწია. -ნეტავ იცოდე რას მიშვები. - თავი უიმედოდ გააქნია და მის თვალებში ამოკითხულმა სევდამ მთლად უარესად დამაბნია.

-ჰეი, ჰეი - მისი ხელი რომელიც ჩემს მხარზე ედო ხელებში მოვიქცე და ვაიძულე ჩემთვის შემომხედა თვალებში. -არ ვიცი ასე რა გაწუხებს რომ სევდას გგვრის, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება, აი ნახავ. - მასთან უფრო მივიწიე და რაც კი შემეძლო ყველაზე გულღია და თბილი ჩახუტება მივეცი.

Devil EyesWhere stories live. Discover now