Chapter 6

1.2K 80 36
                                    

თავი 6

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

თავი 6

| Sunday In Caffe |

***
ყავის უკანასკნელი ყლუპი მოვსვი და ჭიქას გავრეცხე.
ოთახში დაბრუნებულს ლივი ისე დამხვდა როგორც დავტოვე.
ჩემს საწოლზე იწვა,ჩემი პიჟამა ეცვა, ჩემი ნოუთბუქით ფილმს უყურებდა და ჩემი ჭიქიდან თბილ ჩაის სვამდა.
სულ ერთმანეთის ნივთებს ვიყენებთ როდესაც დაუგეგმავად ვრჩებით მასთან ან ჩემთან.

მძიმე კვირა გამოდგა და ლივთან ერთად განტვირთვის საღამოს მოწყობა ნამდვილად დავიმსახურე.

ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ რაც ის თითქმის კოცნა მოხდა ლიამთან. მეგონა ყველაფერი ისე სწრაფად დასრულდა რომ არც დაწყებულა და მგონი მართალიც ვიყავი.
მაგრამ მთლად უყველაფროდ არ ჩაუვლია ამ კვირას.
ლიამი ყოველ დღე მხვდებოდა, არანაირი კონტაქტი ან საუბარი, უბრალოდ ჩემს ლექციამდე ვხედავდი აუდიტორიაში, სინტიას სამეგობროსთან და კიდევ რამდენიმე ბიჭთან ერთად, გარდა ამისა ის ხშირად მიყურებდა და ეს იმდენად მარტივი შესამჩნევი იყო რომ, პირიქით მე ვწვალობდი იმაზე რომ ნერვიულობა არ დამტყობოდა. ასე რომ, ლიამი არ მომნატრებია, მაგრამ მართლა უნდა ვაღიარო ის მოულოდნელი გრძნობა რაც მასთან საჭიროზე მეტმა სიახლოვემ დამიტოვა მომწონდა და თავს კომფორტულად მაგრძნობინებდა.

ლივის გვერდით დავწექი და თვალთმაქცობა დავიწყე, თითქოს ფილმს ვუყურებდი, რეალურად კი იმ საღამოს გახსენება დავიწყე.

ჩემს ადგილას ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი ლიამს გაეცლებოდა ან სხვა შემთხვევაში უჩივლებდა მის სახლში მიყვანის და შეშინების გამო, მაგრამ მე, მისი სპორტული ჟაკეტი ჩავიცვი, მასთან ვისაუბრე, მისი გაკეთებული ჩაი დავლიე, ის მე ლოყაზე მომეფერა, იქამდე მიყვირა და ჩხუბის მსგავსი რაღაც გვქონდა, ამის შემდეგ სკოლაში კედელთან მიმიმწყვდია და ჩვენი ტუჩები შეახო, მართალია სულ ოდნავ, მაგრამ ჩემთვის ეს სიახლე იყო.

Devil EyesWhere stories live. Discover now