Chapter 15

763 59 9
                                    

A/N - გთხოვთ ბოლოში, ავტორის მინაწერი ბოლომდე წაიკითხეთ :))

თავი 15

| The begging of everything. |

***

ერთი ჩვეულებრივი საღამო იყო, ლონდონელები სიცივისგან მობუზულნი სწრაფად მიიწევდენ გრძელი და დამღლელი დღის შემდეგ სახლებისკენ, ზოგი ძაღლს ასეირნებდა და მათი ერთგული მეგობრებით ამაყნი არც თბილ ღიმილს იშურებდნენ გამვლელებისთვის, ერთი-ორი მოხუცებულიც გაივლიდა და გაიხსნებდა იმ ქუჩაზე, ასე 20-30 წლის წინ მომხდარ ამბებს, სევდანარევი თვალებით იქვე სკამზე მსხდომ ახალგაზრდა წყვილებს გახედავდნენ და ამჯერად გულწრფელ სიხარულს უთმობდნენ გულს, მამები მათ ბავშვებს ასეირნებდნენ და გასართბ პარკში სიხარულით მორბენალ გოგო-ბიჭებს მხოლოდ ისღა უნდოდათ სწრაფად დამსხდარიყვნენ ლონდონის თვალზე, ერთი გოგონა მისი საყვარელი საცხობის წინ იდგა, და იმის მიუხედავად რომ გვიანი შემოდგომის სიცივის გამო აკანკალებდა მაინც მომთმენად ელოდა მის საყვარელ ვაშლის ჯემით გაჯერებულ ფუნთუშას, საცხობის უკან გზატკეცილზე მოტოციკლით ახლაგაზრდა ბიჭმა ჩაიქროლა და ამაღამაც, ისევე ოგორც გასული წლის ყოველ ღამეს, არაკანონიერ რბოლებს მიაშურა, გულგატეხილმა ქერამ გზა გადაკვეთა როდესაც ამ მოტოციკლმა სწრაფად ჩაუქროლა, მაგრამ ქერას არ ადარდებდა თუ მოკვებოდა, მისი ცხოვრების სიყვარული ხომ ღალატობდა? მოტოციკლიანმა შეაგინა უცნობ ქერას და გზა გააგრძელა, ქერას კი ეს არც გაუგია, იმდენად იყო ჩაკარგული საკუთარ ფიქრებში, შავკანიანი ბიჭები კი პარკის შესასვლელთან მოაჯირზე ჩამომსხდარიყვნენ და იმ თანამდეროვე, ტრენდულ სმღერებს ყვებოდნენ რომლებიც ისევე მალე რომ გადადიოდა მოდიდად როგორც იქ ჩნდებოდა... ერთი შეხედვით ჩვეულებრივი საღამო იყო.

მაგრამ, ყველაფერს აქვს ორი მხარე. ის გულგატეხილი ქერაც კი ორი ბუნების მატარებელი გახლდათ, მისი შეყვარებული უყვარდა, მაგრამ რამდენჯერმე თვალი სხვა გოგონასთვისაც გაუყოლებია და ღამეც გაუტარებია მათთან, მაშინ კი როდესაც მისმა მეორე ნახევარი სხვა გოგოსთან ერთად იპოვნა საწოლში ისე დაიწყო მოქცევა თითქოს ის სრულიად უცოდველი ანგელოზი იყო, თითქოს მას არაფერი დაუშავებია იმ ურთიერთობაში, ან თუნდაც ის ბიჭი ბაიკით, ის მის ოჯახის წევრებთან და მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანთან, მის დასთან ერთად ნამდვილად საოცნებო შვილი და ძმა იყო, კარგი შეფასებით სკოლიდან, დამყოლი ქცევებით, მაგრამ აგერ რამდენიმე წუთის წინ მან არ შეაგინა სრულიად უცნობს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო რომ არაკანონიერ რბოლებზე მისვლას შეაყოვნა? თავად ლიამი განა ასეთი არ არის? უხეში, ცივი და მიუწვდომელი ყველა დანარჩენისთვის გარდა მარტენისა, მის გარემოცვაში ყოველთვის საკუთარი თავი იყო და არც უწევდა ხელოვნურად თამაში... ასევეა ქალაქიც.

Devil EyesWhere stories live. Discover now