Chapter 14

659 55 30
                                    

A/N - ძალიან ვწუხვარ :((

თავი 14

| Darkness from pain and pain from danger. |
***

-დარწმუნდით რომ ეს დღეები კარგად დაამახსოვრდება. იმდენად უნდა იმოქმედოთ მის ფსიქიკაზე რომ რამდენიმე თვე შიშში იცოხვორს. რაც დაგჭირდებათ ის გააკეთეთ, რაც უფრო მეტად იმოქმედებთ გოგოზე, მით მეტ შედეგს მივიღებ ლიამისგან. -კმაყოფილი ხმით ესაუბრებოდა ჰენრის, ის კი ტელეფონის მეორე მხრიდან ამაყი ღიმილით უსმენდა ემირს. რა თქმა უნდა, ახლა ხომ ყველა თავისას მიიიღებს, ლიამი იმას რაც აქამდე უნდა გაეკეთებინა, ემირი იმას რისთვისაც ჯერ კიდევ ბელიქთან ცდილობდა დაახლოებას, ჰენრი მის სახელს, სახელს რომელიც ემირის მიერ სწორ საზოგადოებაში იქნება ნათქვამი, რეპუტაცია მხოლოდ დელერში მცხოვრები ბნელეთის ხალხისთვის ხომ არ არის არა საჭირო? ჯობს ნარკოდილერების საქმეში თავიდანვე დაიმკვიდროს სახელი ჰენრიმ, მარტენი კი მხოლოდ იმის გამო ისჯებოდა რაც არ ჩაუდენია, არც დაუმსახურებია და მითუმეტეს არც კი უფუქრია რომ ოდესმე შეიძლებოდა მომხდარიყო მის თავს.

განა ეს არაა რისიც მარტენს ყველაზე მეტად ეშინია? რომ მისი ისტორია იმდენად მტკივნეული არ აღმოჩნდეს რომ სულ უისტორიოდ დარჩენა მოუნდეს.

- შ-შეგვიძლია შევეხოთ? -იმის გაფიქრებაზე რომ ჰენრის შეეძლო ის მიეღო რასაც სულ პირველ დღეს ცდილობდა, დელერის ქუჩებში დაბნეული თვალებით მოსიარულე მარტენისგან, ძარღვებში სისხლი უდუღდებოდა.

-ჩემი პრობლემა არაა მას ვინ შეეხება და ვინ არა, მთავარია კარგად გამოცადოს რას ნიშნავს შიში. -ზარი შეწყვიტა და ტელეფონი მაგიდაზე დადო.

კარგად იცოდა რამხელა გავლენას იქონიებდა თითოეული ნაკაწრი, თითოეული ჩამოვარდნილი ცრემლი მისი უცოდველი სახიდან და თითოეული განადგურებული გამოხედვა ლიამზე. სწრაფად რომ ემოქმედა და ის გაეკეთებინა რაც მან გადასცა, არავინ არ შეეხებოდა გოგონას.

Devil EyesWhere stories live. Discover now